საჯარო წერილები
ოლაა 😊
შენ ხომ ის ხარ სულ ბედნიერება, სიხარული და სიყვარული გწყურია? სითბო და ყურადღება მაგრამ, სად არის აბა? ის ხომ დაკარგეს ადამიანებმა... ჩვენ კიდე მათ გასასამართლებლად ვიძახით, რომ დრომ მოიტანა, დრომ იცის ადამიანების შეცვლა. და რატომ არ ვფიქრობთ იმაზე რო ამ დროს ჩვენ თვითონ ვმართავთ ესე... მოდით დრომ კი არ შეგვცვალოს, ჩვენ შევცვალოთ ის და დავაბრუნოთ ის მომენტები რაც ბედნიერს გვხდიდა, რაც გვაბედნიერებდა და არ ვიჯდეთ სადმე კუთხეში ძველ ფოტოებთან და ჩანაწერებთან ერთად და ნოსტალგიებს არ მივეძალოთ იმაზე ფიქრით თუ რა კარგი იყო მაშინ, ერთად ვიყავით როცა.. ნეტა ის დრო დაბრუბდებოდეს. მაგრამ არა, ჩვენ ვეგუებით გარემოებას და მივუყვებით დროს ძალაუნებურად... დრო ფულიაო, მაგრამ ის ფული რად გვინდა თუ ბედნიერი წუთები, საათები და დღეები არ ჭარბობს ჩვენს ცხოვრებაში... მოეშვით საყვარელ ადამიანებთან თავის მართლებას იმით, რომ არ გცალიათ, რომ მუშაობთ, რომ პატარა შვილები გყავთ და ა.შ ამითი მათ გულს ტკენთ დამიჯერეთ. თუ მოინდომებ დროს აუცილებლად გამონახავ, აბა სცადე 😊
დრო დაუთმეთ ერთმანეთს...