შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #wXDk2W

გაიგზავნა , დაწერიდან 2 თვეში. გაგზავნე ასეთი შენც →
მარიკო. უკვე 4 წელია შენი მეგზური შენ გვერდით დგას. 4 წელია ყველანაირ სირთულესა თუ სიმარტივეს თვალს უსწორებ ხან მარტო, ხანაც შენს მეგზურთან ერთად. ეჭვიც არ მეპარება რომ ბედნიერი ხარ, ბედნიერი ხარ, რადგან ამას იმსახურებ. არა იმიტომ რომ ნარცისიზმით ხარ შემოსილი, არამედ იმიტომ, რომ სულ რაღაც 14 წლის ასაკიდან მოყოლებული ადამიანი ჭაობიდან ამოგყავს, თანაც ისე, რომ თავად ჭაობში არ იძირები. გახსოვს რა პატარა იყავი როცა პირველად მოკიდე იმ ერთის ჭრილობას ხელი და მისი მორჩენა სცადე? ერთი ბეწო, ფარატინა გოგო იყავი რომელიც ღამის 4 საათზე სახლიდან გაიპარა, სიბნელეში და ძაღლებით სავსე ქუჩებში იარა იმის გამო, რომ სხვისი სიცოცხლე გადაერჩინა. ისიც კი მიკვირს ამხელა გამბედაობა როგორ მოიკრიბე. როგორ გადაიტანე უამრავი ხელის კვრა, დამცირება, გულის ტკენა და მარტოობა ასეთმა პატარამ. სამაგიეროდ ახლა, ჰო ზუსტად აი ახლა, როცა ამას კითხულობ შენ შემდგარი ახალგაზრდა გოგო ხარ,რომელსაც ადრე მშობლებისგან განებივრებულ პრინცესად იცნობდნენ, მაგრამ არავინ, საერთოდ არავინ იცოდა ზურგით რამხელა ტვირთს ატარებდი. ახლა საკუთარი პროფესია გაქვს, ყველაფერი შენს ხელშია. იმ მძიმე პერიოდმაც გაიარა, როცა საკუთარი ცხოვრების აზრის მომცემი ადამიანისგან გრძნობდი სიცივეს, მაგრამ ეს ხომ ყველას ახასიათებს... ვიცი ახლა ერთად ხართ, და ერთად ცდილობთ შექმნათ ყველაფერი თქვენი ხელით. იბრძვით სრულფასოვანი და მყარი ოჯახის შესაქმნელად. ეს გამოგივათ, დამიჯერე ძალიან მალე უტკბილეს ოჯახს შექმნით სადაც სიყვარულის, პატივისცემის,ერთგულებისა და ბედნიერების მეტს ვერაფერს იპოვით. შენ არ გაქვს უფლება ხელი ჩაიქნიო რამეზე, რადგან ჯერ კიდევ პაწია ასაკიდან სირთულეები თან გდევს და შენ დამოუკიდებლად უმკლავდები მათ. შენში ძალიან დიდი ძალაა, რომელიც არასდროს მოკვდება. შენში ნათელი წერტილია და იცოდე ეს!