შემოგვიერთდით!

საჯარო წერილები

ამ წერილს ვერ მიიღებს,იმიტომ რომ ელექტრონული ფოსტა არ აქვს

სამაგიეროდ ძალიან დიდი გული აქვს
ერთი პატარ კუთხის ერთ პატარა სოფელში თითქმის საკუთარი ხელით ნაშენები არც თუ პატარა სახლი, დიდი მინდვრები, იმდენად დიდი მინდვრები, რომ ლამის დაზამთრებამდე დადის სიმინდის ასარჩევად და წელს გაუმართლა რომ საკუთარ დაბადების დღეს ყანაში არ შეხვდება...უამრავი ცხოველები და ფრინველები ყავს და კიდევ უფრო უამრავი საქმე.

მისი შესაძლებლობებისა და რესურსის მქონე ადამიანს შეეძლო დღეს ეს ელექტრონული ფოსტაც ჰქონოდა და სასოფლო სამეურნეო საქმიანობასთან მხოლოდ ის შეხება, რომ ყვავილები მოერწყა მხოლოდ დილაობით და არა ამხელა ბაღი,ზოგჯერ პომიდვრის,ზოგჯერ ბადრიჯნის და კიდევ ათიათისი რამის...მაგრამ ცხოვრებაში ყველას ისე არ უმართლებას როგორც ამას წიგნებში ვკითხულობთ ან ფილმებში ვხედავთ...თუმცა ყველას არც ის არ შეუძლია თვითოეულ ბადრიჯნის ნერგს ისე მოუაროს, როგორც ყვავილს.თვითოეულ წიწილას ისე მიხედოს, როგორც შვილს და კიდევ ათასი წვრილმანი...ეს ალბათ ნიჭია,ნებისმიერ შენთვის ნაკლებ შეუფერებელ(რომ თვლი რომ მეტი გეკუთვნის და ნამდვილად გეკუთვნის) გარემოში შეეცადო მაქსიმუმი მიიღო ცხოვრებისგან.
მისი მაუსი და ელექტრონული ფოსტა თოხი, ბარი და ის ფიზიკურად მძიმე ცხოვრებაა, რომლის შესახებაც ბევრი გვსმენია და გვინახავს, მაგრამ საკუთარ მხრებზე უმრავლესობას არ გადაგვიტანია და მისი ერთ ერთი მოტივაციაც ესაა ალბათ - არ გადამატანინოს მე ეს.

მოკლედ ამ წერილს მთელი სამყარო ნახავს მის გარდა სოაციალური ქსელის მეშვეობით

და ამ მთელ სამყაროს მინდა ვუთხრა რომ მე ძალიან მაგარი დედა მყავს,უფრო სწორედ ძალიან მაგარი ქალი მყავს ზურგს უკან!

...

ბოლო პერიოდის განმავლობაში რაც დავფიქრდი იმაზე თუ ვინ ვარ? რა გამიკეთებია ცხოვრებაში,რა შესაძლებლობები მაქვს და რა პრეტენზიები მივხვდი ერთ რამეს:

ის რომ მე დღეს პიროვნებას წარმოვადგენ - შენი დამსახურებააა

ხშირად მიფიქრია ხოლმე რის გაკეთებას შევძლებდი შენ რომ არა?

ამ ბოლოს სულ მინდა გითხრა ეს,სულ ვგეგმავ, რომ ჩამოვალ აი ამას აუცილებლად ვეტყვი და მერე უკან ისე მოვდივარ უთქმელი მრჩება, უთქმელი მრჩება ის რომ ყველაზე დიდი ძალა ხარ, ბექი ხარ ჩემთვის და ასე არ მეიმედება არავინ. თუ მეცოდინება რომ მხარში მიდგახარ მთელს ქვეყანას შემიძლია დავუპირისპირდე.

მე რომ შენ როგორც შვილი დედას ისე არ გიხსნი სიყვარულს ეს ისედაც ნათელია,იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე რომ ჩვენ დიდი ხანია გავცდით იმ საზღვრებს, რასაც დედა და შვილი ჰქვია ცალსახად. ზოგჯერ რომ ვფიქრობ როგორ რაღაცეებში შეგეძლო გაგეგო ჩემთვის როგორც ადამიანს, მიკვირს და ხანდახან მავიწყდება, რომ დედა ხარ და მერე ვბრაზდები საკუთარ თავზე რომ ანგარიშს არ ვუწევ იმას რომ დედა სხვანაირად განიცდის და წვრილმანებზე განერვიულებ. ამიტომაც მე შენ როგორც პიროვნებას ისე გაფასებ და საოცარ ძალას ვგრძნობ შენი პიროვნებიდან, ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რომ მამიკოზე მეკეტება და როგორც შენ იტყოდი "მამას გოგო ვარ" მაგრამ შენი ერთი სიტყვის თქმით რომ ჩემს გვერდით ხარ თავი უძლეველი მგონია. ძალიან მინდა, როცა დედა გავხდები შევძლო და სულ ცოტათი მაინც გავუკეთო ჩემს შვილს ის ყველაფერი რაც შენ შეძელი ჩემთვის.

მე აუცილებლად ასეთი დედა უნდა მყოლოდა,მშფოთვარე,მღელვარე,გულისგამაწყალებელი ყურადღებით და მეორეს მხრივ შეგუებადი იმასთან რომ მე ესეთი თავხედი ,თამამი, გაუგონარი შვილი ვარ.და მაინც შენ ხარ ჩემს გვერდით უკვე ამდენი ხანია,ყოფილხარ ჩემი ბევრი არასწორი საქციელის მიუხედამის და ამის გამო მოვლენების ყველაზე საშინელი განვითარებისაც კი არ მეშინია!

დაბადების დღეს გილოცავ დე!

ისევ ჩემი ეგოისტური სურვილებიდან გამოვალ და გეტყვი იმას, რომ ძალიან დიდხანს მინდა მყავდე,იმიტომ კი არა რომ შენ იყო ,იმიტომ რომ მე არ მინდა ვიყო შენს გარეშე,ჯანმრთელი მინდა მყავდე და მე იქნებ შევძლო და სიკეთის შუქი ავანთო შენს თვალებში,ღიმილი უფრო მეტი მოგგვარო ვიდრე წყენა.
....

მოკლედ მინდა იცოდეთ, რომ ამ ერთ პატარა კუთხის პატარა სოფელში თითქმის საკუთარი ხელით ნაშენებ არც თუ ისე პატარა სახლში ცხოვრობს ერთი ძალიან ძლიერი ქალი და ეს ქალი დედაჩემია!

დღეს მისი დაბადების დღეა და აგერ უკვე მერამდენე დაბადების დღეა ისეთი ცუდი შვილი ვარ ,იმასაც კი ვერ ვახერხებ რომ ჩავიდე და ვუთხრა : დაბადების დღეს გილოცავ დედა!

ამიტომაც გადავწყვიტე ეს მთელი სამყაროსთვის მეთქვა

დაბადების დღეს გილოცავ დედუუუუუუუ!!!
— გაიგზავნა , დაწერიდან 3 დღეში
შენ ჩემი უსიტყვო და საოცარი სიყვარული ხარ,ეს ერთადერთი წერილი მადძლევს საშუალებას შენზე ვთქა ის რასაც ვფიქრობ,რასაც კი გაგიჯება ქვია გაგიჯებით მიყვარხარ სულ შენზე ფიქრი და შენზე ოცნება მინდა,მინდა გულში მყავდე ისე როგორც ფიქრებს ყავხარ,შენი სპეტაკი სახე და შენი არსება რაგაც საოცარია,ნეტავ შემეძლოს ვიმოქმედო და გავაკეთო ის რაც მართლა მინდა,რაც დანაშაულად მიმაჩნია მაგრამ მოვა დრო იმეია გულში ჩაგიკრავ და მილიონჯერ მაინც გეტყვი რო ძლიერ მიყვარხარ და ძალიან ბევრჯერ გაკოცებ,შენ ის მიუწვდომელი ვარსკვკავი ხარ ოდესგაც ჩვენ ერთად ვნახეთ,მაგრამ ჩვენ ერთად იმ ორ ვარსკვლავს ხელით შევეხებით და ერთმანეთს ვეტყვით რომ გვიყვარს ერთმანეთი,ხომ ხედავ როგორ აუხდენელი სიყვარული მაქ,სულ წავედი ხელიდან მაგრამ ეს გამიკეთა შენმა ფიქრმა,მიდი ეხლა ეს წერილი წაიკითხე და ყველაფრის მიუხედავად აქ დაწერე წერილი რომელიც ისე მოვა ჩემთან როგორც შენ.მე შორიდან სიყვარული მყოფნის ჯერ და თუ რამე შეიცვალა მაპატიეეეე ძალიან მაგრად მიყვარხარ.ეგ მეორე წერილი იქნება ჩემი
— გაიგზავნა , დაწერიდან 4 თვეში
დაბადების დღის მოსალოცად რომ გამოვიყენო ეს საიტი ძალიან ბანალური იქნება? :)) ადრე გამოვიყენე, მაგრამ მაშინ მიზეზი მქონდა, პირადად მილოცვას არ ვუპირებდი და სამი თვით ადრე გავგზავნე წერილი.
შენ მოგილოცავ. ხო იცი, მოგილოცავ კი არა, ბედნიერი ვიქნები მაგ დღეს. ძალიან ბედნიერი. იმიტომ რომ შენი დაბადების დღეა.ოცდამეოთხე 26 მარტი. არ მახსოვს აქედან რამდენი მაქვს შენთან ერთად გატარებული. მინდა, რომ წლების მერე ვეღარც კი ვიხსენებდე რამდენი 26 მარტის დადგომა გამხარებია. მაშინაც კი, ეს დღე ძალიან გამახარებს.
ტრიპაჩი ვარ და მინდა განსხვავებული ვიყო, თორემ მოლოცვა ჩვეულებრივადაც შეიძლებოდა:))
თუ გყავს ადამიანი, ვის დანახვაზეც გული გიხალისდება, ალბათ ყველაფერი გაქვს ცხოვრებაში. სულ უნდა მიხარებდე გულს, იცოდე:))
ისედაც იცი, რომ უზომოდ, უზომოდ მიყვარხარ. ისიც მოგეხსენება, რომ თუ ჩემთვის რამე მინდა და მემეტება, შენთვის ასჯერ მეტი და უკეთესი.
არ გეტყვი არ გტკიოდეს არასდროსთქო. იმას გისურვებ, ეგ ტკივილი გამოცდილებისთვის და სიძლიერისთვის გამოგდგომოდეს. სულ გესწავლოს რაღაც ახალი, სულ გაეხარებინე პაწაწინა რაღაცეებს და სულ გყვარებოდეს შენი თავი, გარემოცვა შენს ირგვლივ. შენ კი არ მორგებოდე გარემოს, პირიქით, შენი კარგად ყოფნისთვის იყენებდე ყველაფერს რაც ისედაც მაგისთვისაა მოცემული სამყაროში.
მირჩევნია, სულ კარგ ხასიათზე იყო, თვალები გიბრწყინავდეს და ჩემთვის კარგი ამბების მოხარება გეჩქარებოდეს, მაგრამ ხომ იცი, როცა მოგეჩვენება რომ სამყარო თავზე გექცევა, სხვა თუ ვერაფერი, მოგისმენ მაინც. იქნებ მეტიც შევძლო, ან უბრალოდ ჩემმა სიყვარულმა გაჩვენოს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ვიღაც ვისაც სჭირდები, ვის გამოც უნდა იცოცხლო.
ავბოდიალდი, ხომ იცი ასე როდის მემართებახოლმე :დ
მიყვარხარ, ბედნიერებას და სიყვარულით სავსე ცხოვრებას გისურვებ და კიდევ ერთხელ გილოცავ :*
— გაიგზავნა , დაწერიდან 3 დღეში
გჯერა?
გჯერა რაზეც ფიქრობ და რასაც უსმენ.
რისი გჯერა, რატომ მატყუებ შენ ჰომ არ არსებობ ადამიანო, შენი ცხვოვრება ერთ დიდ ციეს ემსგავსება რომელშიც შენ ვეღარ არსებობ, გამოიხედე.
გიცანი, გამოდი, უნდა გავიქცეთ
კორპუსების ფანჯრებში ისევ ირეკლება ამომავალი მზის სხივები, ლამაზია, ბრმავდები.
დღეს გეჩქარება, აბდაუბდა სიტყვებს სწრაფად კრეფ.

ჰეი, ეგოიზმით აღსავსე ადამიანო, შემომხედე, მე გიყურებ შენ პირდაპირ თვალებში და გელოდები როდის მეტყვი თუ როგორ გიყვარვარ და გძულვარ ერთდროულად.
ჩვენ, მე და შენ, ჩვენ ვიცით

გუშინაც თბილოდა მიუხედავად იმისა რომ ზამთარია, დღესაც თბილა, თოვლიც თბილი მოდის მაგრამ დღეს აპრილია.
მათ არ იციან როგორი ხარ შენ, ჩვენ არ ვიცით რა ვართ ისინი.
შენი გუგები დღესაც ფართოა,
შენი ტვინი დღსაც მარტოა და იბრძვის გადარჩენისთვის,
არ დანებდე ბრძოლას!

სიგარეტი ჩაიწვა, შენ უკვე მკვდარი ხარ, შეხედე შენს ფილტვებს.
თექვსმეტამდე დათვლა და აი ისევ სუნთქავ, ჩაიდანი, ორთქლი,
ორნი ვართ და ეს სიტყვები მხოლოდ ორს გვესმის,
ერთი ვართ მაგრამ ეს შეუძლებელია,
ხვალ შენ მოხვალ
დღეს მე დავბრუნდები

მეფემ გადმოცურა ზღვა
— გაიგზავნა , დაწერიდან 1 დღეში
მე შენი მჯერა , არ ვიცი რატომ რაღაცაირად ჩემში ხარ და თითქოს წლებია გიცნობ , არადა საერთოდ არ გიცნობ , ჩვენ ერთი საათიც კი არ მოგვიცლია ერთმანეთისთვის , შენ ალბათ უფრო ბევრი იცი ჩემზე , მე ჰომ ჭირვეული გოგოსავით მილიონ მეილს გწერდი ყოველდღე .
იცი ? მე მილიონჯერ უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე გუშინ , იმის წინ.. დღითიდღე უსასრულობამდე იზრდება შენი სიყვარული ჩემში , უშენობას ვერ მივეჩვიე , არა , მე მიჭირს , ყოველი ღამე , ყოველი დღე , ყოველი ჩასუნთქვა უშენოდ....
მე ვერ წავალ შენგან , უშენოდ ვერ ვიცოცხლებ , მოვკვდდბი , გავხმები , სიცოცხლის სურვილს დავკარგავ , სად წავიდე , რად მინდა ფულო უშენოდ , ან სამსახური , ან კარიერა, ან ვისთვიის ჩავიცვა ,ან ვის გავეპრანჭო , ან ვისთვის გავიღიმო , არა შენგან ვერ წავალ , სანამ შენ არ გენდომება ეს .
მე შენ მყავხარ ,აქვე , ყოველ დღე , შემიძლია დაგინახო , შენი ხმა გავიგონო , შენი ღიმილი დავიჭირო , და იმედი მქონდეს რომ უფრო ადრე სიცოცხლეს შეველევი , ვიდრე ის დღე გათენდება როცა შენი ნახვის საშუალება აღარ მექნება .
... შენ მენატრები ,მენატრება შენი ღიმილი , შენი თითები ,შენი ხმა , შენი თვალები როდესაც თბილად მიყურებ , მენატრება შენი ხელის უნებლიე შეხება და შენი მძიმე სუნთქვა შემთხვევით შესუნთქული , მენატრება შენი მონატრება , თითების დაბუჟება სმს წერისას , გულის გაჩერება მეილის გახსნიდან წაკითხვამდე ,მენატრება ტირილი სააბაზანოში ,შენზე ოცნებაში ჩაძინება , დილის გათენება შენი სახელით და შენი ჭიქის მოპარვა ჩაის დასალევად.
სიცოცხლეს გიცვლიდი ჩახუტებაში , მერე ყველაფერი გადავცვალე ოღონდ კი შენს შორიახლოს ვყოფილიყავი ,ვყოფილიყავი თუნდაც შენი ერთერთი წუთი , მაგიდის ტუმბო , სურათი კედელზე, ან თუნდაც ლიმონი შენს ჩაიში , შენი სიგარეტის კვამლი ... მზის ამოსვლები აღარ მაქვს რომ გაცვლა შემოგთავაზო ,მე შენ მყავხარ მზის ნაცვლად , ასეთი ახლო და თან შორეული , ასეთი თბილი ..
მე შენ არ მიძებნიხარ , არც ადრე , არც ახლა , არადა რომ მეძებნე იქნებ მეპოვნე , იმ ათი წლის წინ , იქნებ სადმე მენახე და მეთქვა შენთვის რომ ჩემი ხარ მეთქი , არ დაქორწინდე , სხვა არ შეიყვარო მეთქი ,გეტყოდი ეს მე გეძებ მთელი სიცოცხლეა მეთქი , უჩემოდ მთლიანი არ იქნები მეთქი და მეც ასე ნახევარი დავრჩები და სხვას ვერ მოვირგებ მეთქი .
აგედევნებოდი ქუჩაში , დაგხვდებოდი სახლთან , მანქანაში , სადარბაზოში , გადაგიდგებოდი კარებში ჯიუტად და წასვლის უფლებას არ მოგცემდი , გიპოვიდი და აღარასოდეს აღარ გაგიშვებდი არსად . .. რომ მეძებნე , რომ მცოდნოდა რომ არსებობ, რომ რწმენა მქონოდა სიყვარულის , რომ სხვას არ მივკერებოდი ძალით
ან იქნებ ამ წლების მერეც ასე ძლივს ნანახი მომეპარე იმ სხვისთვის , შემეწირა შენთვის ჩემი მომავალი , რეპუტაცია , მსოფლმხედველობა , პრინციპები, ეგოიზმი და მეცხოვრა მოპარული , მითვისებული ნახევრით , ასე უსირცხვილოდ , უნამუსოდ , თუნდაც მიტოვებულს ყველა მეგობრისგან , ყველა ნათესავისაგან , მხოლოდ შენს ამარა , მხოლოდ შენი ცხოვრებით , შენი სურვილებით , შენით.
მრცხვენია შენი , მე ჰომ თავგზა აგირიე , მრცხვენია შენი ცოლის , მე ჰომ მისი ქმარი მე - ჩემება , მრცხვენია ჩემი ქმრის , მე ჰომ მისი ცოლი შენ გაჩუქე , მაგრამ მერე ისევ შენი მონატრება მიწყებს წამებას , და რას არ ვიზამ შენი ერთი ალერსის ფასად , გავყიდი სულს , ჩავალ ჯოჯოხეთში , გადავცვლი სიცოცხლის თითოეულ წელს შენს ერთ კოცნაში .
ალბათ მერე ისევ გული ამერეოდა ამ ცხოვრებაზე , დავდებდი პირობას რომ აღარასოდეს ვიფიქრებდი შენზე და ტირილით დაღლილი დავიძინებდი მანამ სანამ არ გამაღვიძებდა პირველი ფიქრი : ნეტავ რას აკეთებს ახლა ?...
— გაიგზავნა , დაწერიდან 5 დღეში
გამარჯობა ოთო მასწ)
დიდი ხანია მოწერა მინდა, მაგრამ ვერასოდეს ვერ ვბედავდი, მერე შენს ლექციაზე მოსვლას ვეღარ დავაძალებდი თავს)
ამიტომ ამ წერილს წარსულიდან მომავალში გწერ)
ახლა ჯერ კიდევ ივნისია, როცა ჰაერში გაზონის საკრეჭით გადატარებული ბალახის სურნელი ნელ–თბილად იგრძნობა. ამ წერილს კი მაშინ მიიღებ, როცა სიცხისგან შეწუხებული სახე ჩვეულებრივ ამბად იქცევა. იმედი მაქვს ოდნავ მაინც მოგგვრის ღიმილს)
მაგისტრატურაში ჩაბარებას საერთოდ არ ვგეგმავდი, ყველაფერი შემთხვევით მოხდა და როცა საგნების არჩევის დრო დადგა, რატომღაც ოთარ ანთია მოხუცი ლექტორი მეგონა, რომელსაც სავარაუდოდ ულვაშებიც ექნებოდა, რომელიც ჩიბუხის სუნით იქნებოდა გაჟღენთილი. ბ–ნ ოთარს არც სოციალური ქსელი ექნებოდა და არც ასეთი ღიმილიანი იქნებოდა. ის მუდამ შეჭმუხნული სახით ივლიდა, სავარაუდოდ ხელჯოხიც ექნებოდა.
და როგორი იყო ჩემი გაოცება როცა ლექციაზე ორი თვის დაგვიანებით დავინახე ბიჭი, რომელიც საშინლად მომეწონა და საერთოდ ჯგუფელი მეგონა. და თურმე ეს იყო ის ოთარ ანთია, რომელსაც არც ულვაშები ჰქონდა და არც წლების ჭიდილისგან გათეთრებული თმა )))
როცა პირველივე სემინარზე პრეზენტაციის წარსადგენად გამიძახე, მიწა გამომეცალა ფეხ ქვეშ და მთელი სათქმელი გონებაში აირია.
შემდეგი ლექციებიც მსგავსი ემოციებით დატვირთული იყო და კვირიდან კვირამდე დრო ლოდინში გამყავდა, რომ ისევ მოვიდოდა შაბათი და მასთან ერთად შენი ლექციაც.
უნდა გამოგიტყდე) გახსოვს მთვრალი გოგოები რომ გირეკავდნენ, სულ რაღაც ორჯერ მგონი.ალბათ აღიდგინე მეხსიერებაში.
ჩემი მეგობარი გელაპარაკა, მაშინ ნაინში ვიყავით, შენ კიდევ ჩვეულებრივ ამბად გაატარე) ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ რომ არ ვყოფილიყავი, ვერასოდეს გავბედავდი შენთან უმიზეზოდ დარეკვას, თუმცა არც ისეთი გაბედული არ ვიყავი, რათა ნამდვილი სახელი მეთქვა.
ახლაც ვწერ და თან მეფიქრება რომ ისევ არ მყოფნის გამბედაობა, რომ ახლაც წარსულიდან გესაუბრები შენიღბული, მაგრამ ესეც წინგადადგმული ნაბიჯია)
მიუხედავად იმისა, არ ვიცი ამ წერილის მიღების დროს ჩემი გრძნობები და ემოციები უცვლელი დარჩება თუ არა, მაგრამ ახლა მინდა რომ გელაპარაკო, მინდა მოგწერო, მინდა გითხრა ის ყველაფერი,რასაც ყველას ვეუბნები შენ გარდა.
შენ დიდი ნათელი წერტილი ხარ, რომლის გახსენებაზე ან დანახვაზე სულ უჩინარი ღიმილი მითამაშებს სახეზე.
მე კი იმედი მაქვს რომ ამ წერილის წაკითხვის მერე შენც გაიღიმებ. ყველაფერი ხომ არც ისე ცუდადაა, როცა ვიღაცა შენი მიზეზით იღიმის და ბედნიერია)
პ.ს. ეს წერილი შეინახე და შეგიძლია იამაყო რომ ვიღაცის დღეს ალამაზებ.
პ.პ.ს ლექტორობა შენი მოწოდებაა არაა, მაგრამ როცა შენ ხარ ლექციაზე, ვის აინტერესებს ან მენეჯმენტი,ან ლიდერობა)))
პ.პ.პ.ს. სახელს ისევ არ მივაწერ, თუ მოინდომებ – შენითაც მიხვდები)
bee mine :)
— გაიგზავნა , დაწერიდან 1 თვეში
გიო გილოცავ დაბადების დღეს ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ჩემთან და საბუნასთან ერთად, მინდა სულ ჯანმრთელი, ბედნიერი იყო მთელი ცხოვრება, მინდა წარმატებული იყო და ის ყველაფერი გქონდეს რაზეც როდესმე გიოცნებია და რასაც იმსახურებ, იმაზე ბევრად მეტს რაც გაქვს...
მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ, იმაზე ბევრად მეტად ალბათ შენ რომ გგონია, არ ვიცი უშენოდ რა და როგორი იქნებოდა, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ალბათ არა ასეთი ლამაზი და ფერადი, სულ ცდილობ ცხოვრება გამიხალისო გამაბედნიერო...
ყველაზე მეტად მიყვარხარ და გაფასებ, მეამაყება რომ ჩემი ხარ და იქნები მთელი ცხოვრება...
დღეს 10 დეკემბერია 2014 ცლის ვიცი ეს წერილი ძალიან გაგახარებს.
გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ცხოვრება!
— გაიგზავნა , დაწერიდან 9 თვეში
— გაიგზავნა , დაწერიდან 1 დღეში
ბარო ერეკლე, რავა ხარ შეჩემანალა ? მეგობრებს სულ ასე ვწერ ხოლმე და ახლა მეც გავიგებ თუ როგორი წასაკითხია მსგავსი სახის შეტყობინება. ახლა 21:05 წუთია, დღეს შენს თავს ჰპირდებოდი, რომ ლიტერატურისა და ხელოვნების სილაბუსის მიხედვით რომელიმე ერთ ფილმს მაინც ნახავდი, მერე ტურაშვილის "ტყეების მეფეს" ბარემ ჩაამთავრებდი და ესპანურსაც იმეცადინებდი, მაგრამ ჩემი ყლე !!! ვიცი რა ზარმაცი და უსაქმური ხარ !!! 2014 წელი მოვა და ყველაფერი შეიცვლებაო ხო ამბობდი, აი 2014 წლის პირველი თვეც ამოიწურა და დაფიქრდი ახლა, რა გააკეთე !!! იმედია მოვა ეს შეტყობინება იანვრის ბოლოს !!! მოდი ახლა ჩამოვწერ იმას თუ რაც უნდა გააკეთო შენ იანვარში, მოკლე მონახაზს და თვის ბოლოს შეაჯამე, თუ ეს შეტყობინება პროსტა გახსნა და გაატარო შენ იყო ბალოტელიზე გამოსირებული და ბუსკეტსზე სიაფანტი !!! იფიქრე შვილო, იფიქრე...ხო ამბობ ხოლმე შრომამ კი არა ფიქრმა შექმნა ადამიანიო!!! იტოკში ბევრი რომ არ გავატრაკოთ ახლა:
1. თაროზე რომ შემოალაგე წიგნები და გაიძახოდი 3 კვირაში ამათ დედას ვუტირებო, ზუსტად 4 კვირა გაქვს...
2. მაღალი GPA მინდაო შენი სურვილი იყო, აბა დაფიქრდი ახლა გააკეთე რამე იმისთვის, რომ შენი ეს მიზანი მიღწეულიყო ???
3. ესპანური,ესპანური და ისევ ესპანური !!!
4. ჰეინეს დედის გინებით ვერ მოვუხერხებ ვერაფერს და ჯობია შევეგუო და წიგნი ვიკითხო ისევ
5. უსმინე ბევრს !!! (მიხვდები რასაც ვგულისხმობ)
6. წელი კარგად უნდა დავიწყო ხო ? ყველაზე კარგად დაწყება ხო იცი რაც იქნება ? ხოდა ნურც ის გოგო დატანჯე და ნურც შენ იტანჯები (ვიცი რა პოხუისტიც ხარ არ ვიტანჯებიო იტყვი, მაგრამ რაღაც მაინც ხო ვერ ხარ ისე, როგორც გინდა,რომ იყო) იმოქმედე დროზე შეჩემისა !!! ვნახოთ იანვრის ბოლოს როგორი სიტუაცია იქნება <33
7. ახლა უკვე ვხვდები,რომ ყლეობებს ვწერ, მაგრამ ჯანდაბას...
8. დინამოს კაპიშონიანი სვიტერი ჩემი უნდა გახდეს , ასევე ამ წერილის VI პუნქტის მთავარი გმირიც
9. ტოტენჰემმა მეორე გოლი გაუტანა შეჩემისა სტოკ სიტის, 60 ლარს იგებ და იმედია, ახლა მაინც შეასრულებ დანაპირებს და ჩამოუყვები მეტრო–სადგურებს, წონა ზუსტი, ზუსტი წონა , გერმანული სასწორითაც აიწონები !!! აი პროსტა , იანვრის ბოლოს , ამას რომ ნახავ და ეს მაინც არ გექნა გაკეთებული მართლა არ იქნები ღირსი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი ბილეთი მაინც დასვა და არ გეღირსოს VI პუნქტის ასრულება !!!
10. მობილურის გამოცვლასაც აპირებდი, აბა რა ქენიი ???

იტოკში, ეს ყველაფერი კარგია მგონი...ბევრი სირობა დაწერე, ამ ბილწსიტყვაობასაც ვერ გადაეჩვიე, მაგრამ პოხუი, გულით ხომ კეთილი ვარ !!! პირობას ვდებ, რომ ყოველი თვის ბოლოს დავწერ ერთ ასეთ წერილს და გავუგზავნი ჩემს თავს მომავალი თვის ბოლოს, რათა შევაჯამო თვე, დავფიქრდე და კიდევ და კიდევ პროდუქტიულად ვიშრომო, თორე მარტო ფიქრი რას მიშველის...მოსაწონი უნდა ვაკეთო ყველაფერი, თვარაააააააააა...
— გაიგზავნა , დაწერიდან 1 თვეში
eeeee ar vici ra davwero. imdeni idea mqonda, magram yvelaferi ameria. mokled am werils rom mivigeb chemi dab dge iqneba, mteli 19 wlis gavxdebi,ise ra mnishvneloba aqvs ramdenis var meore dges, rom chem mezobels shevxvdebi mainc mkitxavs, rodis gadaxvedi 8 klasshio? vitom patara rom vgonivar xalxs bavshuri saxis, chacmulobis, tu simaglis bralia. albat cota-cota yvelafris. neta ra unda gavaketo chem dab dgeze, minda rame axali iyos. ver vitan saxlshi am dges yofnas, saertod miyvars dedikos torti da sachuqrebi, magram 1 marti rom dadgeba darwmunebuli var sashinel xasiatze viqnebi da es zedmeti yuradgeba da cxvebistvis gankutvnili e.w. falshivka gimili kidev ufro momishlis nervebs. eg iqit iyos da am werils rom mivigeb 9 dgeshi unishi waval, martla gamixardeba yvelas naxva, magram vici es sixaruli ar girs imat, rom im dawyevlil adgilas mivide, ras vizam sxva gza ar maqvs, me xom eqimi unda viyo. aba advili, xom ar iqneba iq swavla, tumca ubralos dantisti. xo kidev ramdenime dgeshi qvemota kbilebzec damimateben breketebs, ai esga meklda sruli bednierebistvi, axla chemi gimili kidev ufro brwyinvale iqneba. aiii am werilit ert ragacas unda shevpirde chem tavs, rom erti tve dasveneba chems figuraze cudad ar imoqmedes, piriqit unda vivarjisho, ise ese vambob ukve 1 kviraa da imedia es werili shemaxsenebs meti pativiscemit moveqce chems sxeuls, magram rogor ginda es sheasrulo, roca dedikos axali sacxobi aqvs nayidi da yovel dge iset sachmels mimzadebs uaris tqma codvaa. ehhh mainc vimartleb tavs, ox ra zarmaci var. eseti werili adrec davwere. mgoni 6 wlis win, tu meti kide. is werili mitovebul sofelshia, qilashi, miwashi chamarxuli, didi xnis winat unda wamekitxa, magram aba agar chavsulvar sofelshi. neta ra vibodiale in furclis naglejze, arc ki maxsovs, ar minda sixarukit amotxril "gandzshi" aragirebuli iyos rame. xo kidev imedi maqvs am ert tveshi cota gavizrdebi, yovel sagamos tvalebs davitxro animeebis yurebit, iqneb chemi mangas xatvac davasrulo. arc vinme bichis gachitva iqneboda urigo, me xom ukve 19is viqnebi, 13 wlis bavshvis garegnobit da mokle cuncula prichoskit. mokled am bodialobit minda gavamxvevo chemi tavi da imedi maqvs rom amis wakitxva ramenairad damexmareba energiulad davubrunde rutinul cxovrebas da yoveldgiuri uazroba gadavitano. rogorme zafxulamde mivagwoi ise rom chemi sheuracxadobis shkala siwitlisgan ar gaskdes. ui uiiii kinagam damaviwyda dedikos winaswarmetyvelebi am droisatvis qetis qorwili unda igegmebodes, deda ra magari iqneba, rac mtavaria kaba ukve archeuli maqvs. aba shen ici chemo tavo , mxiarul tebervals gisurveb.
— გაიგზავნა , დაწერიდან 4 კვირაში
Roca am werils vwer chveni dashorebis meore dgea. Ver vityvi rom kargi dge iyo chemtvis iseve rogorc gushindeli da albat xvalindeli.Mivxvdi rom erti ucnauroba mchirs shemidzlia shevikavo tavi mteli tve ar dagireko ar mogwero da shen dagelodo magram rogorc ki getyvi rom unda davshordet ertmanets vporiaqdebi chem tavs agar vgavar sul shenze vpiqrob yoveli wami es albat imitom rom egoisturad miyvarxar da rom warmovidgen gaviwydebi chkuidan vishlebi.Bolos momwere gamichirdeba sheni daviwyebao me ki gipasuxe male damiviwyeb shemcvlels male mipovitqo,xoda minda gitxra rom ar viyavi gulwrpeli ,arasdros ar minda damivowyo da mitumetes sxvam daikaos chemi adgili. Samwuxaroa rom chveni piradi cxovrebis da meore naxevrebis gamo verasdros viknebit ertad arc ki vici es dabrkoleba da upskruli rom ara tu gendomeboda rom ertad vyopiliyavit namdvili ojaxi am temaze arasdros gvilaparakia yoveltvis mainteresebda magram kitxvas ver gibedavdi. Rogori bednieri viqnebodi tundac erti dila gamgvidzeboda shens gverdit rogor mshurs misi rom yovel axal dges shentan ertad iwyebs. Arasdros gamogtydomivar siyvarulshi ise rogorc amas vgrdznobdi isev da isev chemi uazro tavshekavebulobis gamo da saertod ratom vikavebt yoveltvis tavs ratom gvichirs viyot sustebi ratom gvidzneldeba tavdaviwyebit gviyvardes vagmertebdet adamians da uxmod viklavdet grdznobas da mxolod mshralad vambobdet miyvarxar gamarjobasavit. Minda icode mteli gulit miyvarxar yoveltvis vambobdi sheiyvare ise rom cota adgili gulshi daitovo gadasayvareblad xoda chem gulshi erti patara wertilic ar aris rom ar uyvarde da ik ar iyo udidesi grdznobaa da ver verevi am yvelapers imitom ar geubnebi rom meshinia da dashoreba varchie yvelapers ar var darwmunebuli shenc iseve giyvarvar rogorc me magram dgevandeli werili chven grdznobebze araa am werils roca mivigeb sheni dabadebis dge ikneba samwuxaroa chem molocvas rom ver waikitxav albat arc dagirekav gegonos rom damaviwyda. Gilocav da udides bednierebas gisurveb minda yvelaperi dalagdes shensken da is survili romelic yvelaze metad gaqvs agsrulebodes da momavali dabadebis dge mastan ertad gagetarebinos. Miyvarxar da menatrebi sigijemde dgitidge upro da upro dzalian.
— გაიგზავნა , დაწერიდან 1 თვეში