შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #qTrB94

გაიგზავნა , დაწერიდან 2 წელიწადში. გაგზავნე ასეთი შენც →
შენი მკლავებიდან მობრუნებულმა ჩვენი შემდეგი შეხვედრა უკვე დავგეგმე.
სიტყვები შევამზადე, თუ როგორ აგიხსნიდი იმას, რასაც ჩემი თვალები წლების მანძილზე გიყვებოდა, ზოლიანი პერანგიც შევარჩიე, რომელსაც ჩვენი შემდეგი შეხვედრისას ჩავიცმევდი.
კარადის კარზე ჩამოვკიდე.
...
ყოველი თვალის გახელისას, იმ კარადისკენ ვაპარებ თვალებს, იმ იმედით რომ ერთხელ მაინც ავდგები და იმ ზოლიან პერანგს ჩავიცმევ.
წლები გავიდა.
შენ არსად ჩანხარ.
ისევ იქ არის იცი..
ადგილიდან არ დამიძვრია, თავს ვერაფრით ვაიძულებ ჩამოვხსნა.
ობი მოედო ჩემს ზოლიან მეგობარს.
ობი მოეკიდა, ისევე როგორც ჩემს გულს და მაინც იცდის, ისიც ჩემსავით იცდის, ელოდება თუ როდის ჩამოხსნიან კარადის კარიდან, როდის მოაშორებენ ობს, როდის მიიკრავენ მკერდზე.
წლები გავიდა...
ჩემი ზოლიანი პერანგი ისევ ელოდება ჩვენს ვერ შემდგარ შეხვედრას.