შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #ptT36B

გაიგზავნა , დაწერიდან 1 დღეში. გაგზავნე ასეთი შენც →
ჩემო პინგვინო, სიყვარულო დღეს როგორ დაგინახე შემთხვევით რანაირი იყავი :(( თავი ძლივს შევიკავე რომ მთელი ჩემი გულით და სულით არ ჩაგხუტებოდი :( შემეშინდა რომ ცუდად მოიქცეოდი ან რამე ისეთს გააკეთებდი რაც გულს უარესად მატკენდა ისედაც აღარ დამრჩა არაფერი, მთლიანად დამანგრიე... ის ბედნიერება რაც მქონდა შენთან ყოფნის დროს დიდ სიცარიელეში გადაიზარდა, იმდენად დიდია რომ ამ სივრცეში დავიკარგე და ვეღარ ვპოულობ გზას რომლითაც გამოვაღწევ. მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე სიყვარული როდესმე არსებულა, ჩემი გულის ერთადერთი და ყველაზე დიდი ნაწილი ხარ, ჩემი სული ხარ, ჩემი სიცოცხლის აზრი ხარ :( არ მიყვარხარ ეგოისტურად, მინდა ბედნიერი იყო თუნდაც უჩემოდ იმიტომ რომ მე ვიცი რამდენჯერ გატკინე გული, მე ვიცი შენ როგორ ცდილობდი რომ გადავრჩენილიყავით ჩემო სიცოცხლე :( იცი როგორ ვნანობ ყველაფერს რაც კი როდესმე უაზრობა გამიკეთებია? იცი როგორ მინდა დროის უკან დაბრუნება? უბრალოდ არა! ვიცი რომ არმოხდება და მინდა შევეგუო რომ მე და შენ ვეღარასდროს ვიქნებით ჩვენ :( უბრალოდ იცოდე რომ ყოველთვის, ნებისმიერ დროს მე შენს გამო ყველას და ყველაფერს დავთმობ! მიყვარხარ და გკოცნი უსასრულოდ ბევრს ! მენატრები და აღარ ვიცი როგორ გადმოვცე ეს ტკივილი :( როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან გთხოვ დამეხმარე გევედრები არ მიმატოვო და არ გამწირო იმ ყველაფრისთვის რაც უშენოდ მელოდება :(