შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #n3kDzr

გაიგზავნა , დაწერიდან 1 წელიწადში. გაგზავნე ასეთი შენც →
ჩემო სიყვარულო, მიხვდები ვინც ვარ. დღეს 2020 წლის 23თებერვალს ძალიან განიცდი ერთი ადამიანის ამბავს. ერთი ბიჭის რომელიც გულს გტკენს და გონებას გირევს. მაგრამ იმიტომ გწერ ახლა ამ დღეს რომ ნახო როგორ შეგეცვალა ყველაფერი. შენ მითხარი დღეს, როცა მოგწერე საკუთარ თავზე იფიქრეთქო: "სიამოვნება? მკიდია, უბრალოდ ვიცხოვრებ, თავს არ მოვიკლავ, რა მდგომარეობაშიც არ უნდა მნახოთ აწი, არ შეგეშინდეთ, მე მაგის გამკეთებელი არ ვარ, უბრალოდ მორჩა, აღარც ოცნებები, აღარც მიზნები, არაფერი" ხოდა შენით მიხვდები როგორც შეიცვალა ყველაფერი. მინდა ძალიან ბედნიერი იყო და ყოველი წამით ისიამოვნო რაც გჭირდება ყველაფერი მიიღო. იცი, ხანდახან როცა შემოგხედავ ისეთი ბავშვური მზერა გაქვს, თითქოს ვერასოდეს წარმოიდგენ რა ბოროტია ეს სამყარო, თითქოს ვერასოდეს ვერავინ შეგეხება და არც არავინ შეგხებია. ხან კი ისეთი დიდი ადამიანის გამოხედვა გაქვს თითქოს ყველაფერი გამოიარე და უკვე აღარაფერი გაკვირვებს. მაგრამ მაგ ორ მზერას შორის არის მე3, რაც სულ მხვდება ყოველ წამს, ის რაც უბრალოდ შენც არ დაგინახავს, სიცოცხლის უშრეტი წყურვილი, ბავშვობისა და დიდობის ნაზავი რაც ესეთ განსაკუთრებულს და საოცარს გხდის. ყველგან ყველა დეტალში რომ სილამაზეს ხედავს და სამყაროს რომ თავის გარშემო ატრიალებს. როცა მაგ მზერას შენვე შეიგრძნობ სარკეში ჩახედვისას, მიხვდები რასაც გეუბნები და შენი არსებობა გახდება შენთვისვე მუდმივი. მადლობა ყველა ზებუნებრივ და არაამქვეყნიურ ძალას რაც კი არსებობს რომ შენ შეგხვდი. ცხოვრებამ ბევრი ტკივილი მარგუნა მაგრამ ის რაც სიამაყით გამოვიარე და არ დავეცი, მაგის საჩუქარი სწორედ შენ ხარ. იცოდე სანამ მე ვსუნთქავ, არასოდეს მიგატოვებ და თუ ოდესმე რამე მსგავსი გავაკეთე, იცოდე მე როგორც პიროვნება და საერთოდ ჩემი არსებობა მოკვდა და მაგ საქციელით მე თვითონვე მოვკალი. არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ ენდომება შენთან თუნდაც სიჩუმეში ჯდომა მაგრამ ყველა ვერ გაუძლებს მაგას, იმიტომ არა რომ სურვილი არ აქვს, უბრალოდ იმდენად ასხივებ ყველაფერ კარგს, რომ ვერ უძლებენ. და ყველას ეგ ემართება ვინც მიდის შენი ცხოვრებიდან, უფროსწორად გარბის. შიში ისადგურებს მათ შინაგანს. და ეგ მათში სიკვდილია, ერთი დიდი დაუსრულებელი სიკვდილი. ამ წერილს სწორედ იმიტომ გწერ რომ არ დაგავიწყდეს რამდენად საოცარი ხარ, რამდენად სიცოცხლე გქვია, რამდენად ნათელი ხარ შენს იასამნისფერ აურაში. ყველა ფერი რომ შევურიო მაინც ვერ შევქმნი იმ ფერს რაც შენ გადმოგცემს. ხატე, გადაიღე ბევრი ფოტო, შექმენი რაც მოგინდება იმიტომ რომ რასაც ეხები ყველაფერი მაგიური ძალის ხდება. როგორც იყვნენ ყოველთვის ლეგენდებში ფერიები და ჯადოქრები, ეგეთი ძალა გაქვს შენც. რომ იცოდე როგორსაც გხედავენ სხვები ალბათ მსოფლიოს გადადგავდი, რომ იცოდე ის ძალა რაც შენ გაქვს, ყველაფრის პასუხს იპოვიდი ამ ცხოვრებაში. ჩემო საოცრებავ, უბრალოდ ძალიან მიყვარხარ და იცოდე 2020წლის 23 თებერვალი შენი ტკივილის დასასრულია და დღეს, როცა ამ წერილს წაიკითხავ, უბრალოდ გაიღიმე, ცრემლებიც რომ წამოგივიდეს მოიწმინდე და ეგ ლამაზი თავი მაღლა აწიე. მიყვარხარ ძალიან და შენთან ვიქნები სანამ სული უდგას ამ ჩემს არსებასა და სხეულს.