შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #mMgXio

გაიგზავნა , დაწერიდან 1 კვირაში. გაგზავნე ასეთი შენც →
რამდენი თქვენგანი გამოხატავს მადლიერებას ახალი გათენებული დღისთვის? ან იმისთვის , რომ სითბოში ზიხართ და მიირთმევთ ცხელ ყავას ან ჩაის? რამდენი თქვენგანი ემადლიერება მეორეს მიღებული ცოდნისთვის? და თუ კი ემადლიერებით, ეს გულწრფელია? ვადიმ ზელანდის სიტყვებმა “გულწრფელი მადლიერება- ესაა შემოქმედებითი ენერგიის გამოსხივება”, შთამაგონა დამეწერა ეს პოსტი. რეალურად ადამიანების უმეტესობის დღე ისე გადის, მადლიერების გამოხატვისთვის კი არა, გემრიელად ჭამისთვის არც რჩებათ დრო ან/და ხალისი... არადა შემჩნეული პატარ-პატარა დეტალებიდან მოსული მადლიერება და ამის გამოხატვა , არის ის გზა, რომელიც ჩვენ უბედურებისკენ მიმაქროლებენ მატარებელს, პოზიტიური რელსებისკენ დააწყებინებს გადასვლას. ეს უბრალოდ ასე მოხდება, ჯადოსნური მექანიზმია... გაიღვიძეთ, გაიღიმეთ და მადლობა თქვით რომ ახალი დღე დაგეწყოთ, ახალი შესაძლებლობა, ისიამოვნეთ საუზმით, ისიამოვნეთ მუსიკით და გამოხააააატეთ ესსს!!! გაუგზავნეთ კოსმოსს ენერგიები, თუნდაც გულში გაიფიქროთ და არავის უთხრათ ამის შესახებ. მე კი მადლიერი ვარ ამდენი გაცნობიერების და იმის, რომ ამ ყველაფრის მოწვდომა დავიწყე თქვენთვის... ხოდა და მართლა, როცა ვიღაც გეუბნებათ მადლობას, არასდროს უთხრათ მას “არაფრის” , არამედ უთხარით “გაიხარე” ან “მადლობა შენი მადლიერებისთვის”, ამით მის მადლიერების ენერგიებს არ გადაუსვამთ ხაზსს. გიგზავნით დადებით ენერგიებს ❤️