შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #m4szSK

გაიგზავნა , დაწერიდან 2 თვეში. გაგზავნე ასეთი შენც →
არ ვიცი რა დავარქვა ამ მომენტს (გრძნობას), რა შეიძლება ვუწოდო,ზოგი ამას გამართლებას ეძახის, ზოგი სინათლეს, დაარქმევდა, ყველა სახვადასხვაგვარად აღიქვამს და შეიგრძნობს, ხოლო ჩემთვის სიტყვებით გადმოცემა თუ რაა გრძნობაა? რთულია , არვიცი ვერც მე გამირკვევია, შესაძლებელია ნამდვილია, მაგრამ ამასთანავე შეიძლება ილუზიაცაა ეს ყველაფერი.
კარგად ვაცნობიერებდი, რომ ჩემი იდეალებისგან აბსოლუტურად აცდენილი პიროვნების მიმართ გამიჩნდა ეს ჩემთვის გაურკვეველი გრძნობა . არ ვიცი რატომ გამიჩნდა ისეთი გრძნობა, რომელიც აქამდე არავის მიმართ არ მქონია, როგორიც განსაკუთრებით მის მიმართ მაქვს, ჩემს ქვეცნობიერს სულ ვებრძოდი, ,ვერ ვხვდები ნეტავ რა მომდის, რატომ ეს ხო შეუძლებელია , მის მიმართ, რომელთანაც თავიდან მეოგბრობისა და პატივისცემის გარდა სხვა არაფერი ყოფილა,რომ მის მიმართ ეს გრძნობა გამჩენოდა,სულ ვფიქორბდი, ეს ხომ სისულელეა ჩემო თავო, ეს ხომ შეუძლებელია, არ გამოვა, , აზრი არ აქვს, უბრალოდ უნდა დაივიწყო ეს გაურკვეველი გრძნნობა. საკუთარ თავს უფლება არ მივეცი რომ ეს გამემხილა მისთვის, , მაგრამ იმის უფლება კი მივეცი რომ გულში მყოლოდა, მომნატრებოდა,. მეფიქრა, მედარდა და დამსიზმრებოდა ის. ყოველი დღე მიხაროდა, რადგან დღის უმეტესი ნაწილი მასთან უნდა გამეტარებინა. რა ბედნიერი ვიყავი, მას რომ ვხედავდი, ყოველი თითოეული მისი გაღიმება, მის თვალებში ცქერა, თვალებში, რომელშიც სიკეთე, სათნოება, სიალალე და დიდი სევდა სუფევდა, მისი ჩემკენ მომართული მზერა, საუბარი,ხუმრობა და ჩემი სახელის დაძახება, ... მსიამოვნებდა, და უბედნიერესს მხდიდა ხოლმე ...
ღმერთის წყალობით იმედია ვიპოვი ისეთ ადამიანს, ვისთანაც თავს იდეალურად ვიგრძნობ და შვებას მომგვრის , მაგრამ მას ვერასდროს დავივიწყებ , ვერ ვიპოვი საკუთარ თავში იმ სულიერ ძალასა და ნებისყოფას, ჩემთვის მისაღებ საყრდენს, რომელიც დამეხმარება დამევიწყებინა და ამომეშალა ის ჩემი გონებიდან. მუდამ, ყოველთვის ჩემს გულში და სულში იქნება ძალიან ღრმად,ისე ღრმად რომ ამქვეყნად ვერავინ და ვერაფერი შეეცდება ამოშალოს ჩემიდან.
მის ზურგს უკან ყოველთვის ვიტყვი რომ მიყვარს...