შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #jxiBzr

გაიგზავნა , დაწერიდან 3 დღეში. გაგზავნე ასეთი შენც →
გამარჯობა, ეს წერილი რამდენხანში მოვა არვიცი, არ შემიხედავს მაგრამ ძალიან მალე დღევანდელი დღიდან, დღიდან როდესაც საბოლოოდ გამიშვი ხელი.
არვიცი წაიკითხავ ამას თუ არა, მაგრამ მე მაინც ვეცდები მოვიდეს შენამდე.
არ მინდოდა ამის ასე გამოყენება მაგრამ სხვა გზა არ მაქვს,
ვიხრჩობი.
აღარც სხვა დროს გამოვიყენებ, საბოლოოა ეს უკვე.
შუღამის პირველის ნახევარია და ჩემს ცრემლებში და უჰაერობაში ვიხრჩობი, და დარწმუნებული იყავი რომ ყველა ჩემი სიცილის და ბედნიერად თავის მოჩვენების მიუხედავად მკვდარი ვიქნები.
ისიც არვიცი როგორ გადავრჩები საერთოდ.
ვიცი რომ ზუსტად მომავალზე ლაპარაკმა შეგაშინა და წახვედი, მაგრამ გთხოვ ასე არავის ატკინო გული.
ის ბავშვური ელენე რომელიც მოგწონდა და გიყვარდა აღარც ეგ იარსებებს და აღარც ძველებურად არ იქნება ყველაფერი, როგორი მწარეა რო შენთვის ასეთი მარტივია და იმის წარმოდგენა რომ შენი ფრთებშესხმული სიყვარული ტყუილი.
მინდოდა გამეღვიძებინე
მინდოდა ჩემს შეხებას, კოცნას და მოფერებას გაეღვიძებინე.
სიცოცხლე და გაღვიძება მინდოდა გაგხარებოდა, მინდოდა გაგხარებოდა ერთმანეთი რომ გვყავდა, შეგშინებოდა ჩემი დაკარგვის. მინდოდა თვალები გაგეხილა, დაგენახე და ტუჩის კუთხეში ჩაგღიმებოდა, მინდოდა შენი ზმანება ვყოფილიყავი, მინდოდა მუდმივად შენი პიროვნების ძიებაში ვყოფილიყავი.
მინდოდა გამეღვიძებინე ყოველდილით.
ახლა? ახლა მინდა იგრძნო რას ვგრძონ და როგორ ვარ, მინდა შენს თავს კითხვა დაუსვა როგორ გადარჩება და როგორი ელენე გახდება ამის მერე. აუციელბად, აუცილებლად დაგიბრუნდება ბუმერანგივით და აუციელბლად ისეთ დროს წამოგეწევა ჩემი გულის დამსხვრევა როცა არ მოელოდები.
შემეძლო ბოლო ამოსუნთქვა მეჩუქებინა შენთვის მაგრამ ვერ დააფასე, ვერ მიმიღე, შენს თავს არ მიეცი ამის უფლება.
არ მჭირდებოდა არც შენი ცოლობა და არც შენგან ბავშვები, სიყვარული მინდოდა უბრალოდ.
სიყვარულია, როდესაც ვერ უბრაზდები საყვარელ ადამიანს, რამდენადაც არ უნდა გატკინოს გული.
სიყვარულია, როდესაც ვიღაცაზე იმდენად ზრუნავ, რომ სიტყვებითაც ვერ აღწერ.
სიყვარულია, როდესაც არ გაინტერესებს ხალხის აზრი, "შენ მეტს იმსახურებ".
სიყვარულია, როდესაც გონებაში იმახსოვრებ მასთან თითოეულ საუბარს.
სიყვარულია, როდესაც იღიმი მის გახსენებაზე...
სიყვარულია, როდესაც ადამიანი, რომელიც გიყვარს შორსაა, მაგრამ მის სიახლოვეს გრძნობ.
სიყვარულია, როდესაც მას მოწყენილს ხედავ, შენც ცუდ ხასიათზე დგები.
სიყვარულია, როდესაც მანძილი და დრო თქვენს სიყვარულს არაფერს აკლებს..
სიყვარულია, როდესაც მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობ.
სიყვარულია, როდესაც რომანტიულ სიმღერას უსმენ და მას გაგონებს.
სიყვარულია, როდესაც ის შენთვის არა მარტო მეორე ნახევარი, არამედ საუკეთესო მეგობარიცაა.
სიყვარულია, როდესაც ვერავინ გამხიარულებს მის გარდა..
სიყვარულია, როდესაც ბიჭი გოგოს გამო ტირის.
სიყვარულია, როდესაც გჯერა შეუძლებლის.
სიყვარულია, როდესაც მისი ტკივილი შენი ტკივილია და პირიქით.
სიყვარულია, როდესაც მასზე ფიქრით იღვიძებ და მასზე ფიქრით იძინებ.
სიყვარულია, როდესაც არასოდეს ნებდები, ყველაზე გამოუვალ სიტუაციაშიც კი.
სიყვარულია, როდესაც შენს გულში მას ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს.
სიყვარულია, როდესაც მისი ერთი ღიმილი სამყაროს გირჩევნია.
გისურვებ, მართლა გულით გისრუვებ რომ ვიღაცას ისე შეუყვარდე ოდესმე როგორც მე მიყვარხარ
მაგრამ არ გისურვებ რომ შენ შეგიყვარდეს, არ ხარ ღირსი გაიგო რა არის სიყვარული და ვეერც გაიგებ ვერასდროს.
შევხდებით ოდესმე სადღაც, კარგად იყავი.
მიყვარხარ მუდამ.