შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #gJ6pTq

გაიგზავნა , დაწერიდან 1 წელიწადში. გაგზავნე ასეთი შენც →
როგორ ახერხებ ხიფათების აკიდებას. სულ და სულ. ვგონებ ისევ აჩიზე ფიქრობ და თავში ათასი უაზრო ფიქრი გიტრიალებს რადგან ახლა და საერთოდ ასე ვარ. მისი ახლანდელი შეყვარებული, ათასი და უამრავი ფიქრი. მისი სიახლოვე და სითბო ერთიანად ხაზს მისვავს და მინდა რომ გავქრე. ყოველ ჯერზე როცა ის იკარგება ვცდილობ მის დავიწყებას და თითქმის გამომდის კიდეც, რის ხარჯზე. მაგრამ ის ისევ ბრუნდება და ეს დაუსრულებელი წრე თავბრუს მახვევს. ის ისევ ბრუნდება თბილი ჩახუტებებით,დებილური ღიმილით და შენც დნები როგორც უძილო ღამით დანთებული სანთელი. სულ მიტრიალებს ის დღე როცა მოკლედ შეჭრილ თმაში პირველად დამინახა და იყვირა რა ლამაზი ხარო და კიდევ უამრავი სხვა თამაში, რომელსაც ის მეთამაშება და არ ფიქრობს რომ მიყვარდება სულ უფრო და უფრო. როცა თვალებს ვხუჭავ სულ ზაფხულის ბოლო დღე მახსენდება. აივანი და ჩვენ მზის ამოსვლას რომ ველოდით.შენ გეკიდა ყველაფერი და მარტომ ვნახე მზის ამოსვლა. ზუსტად ვიცოდი სად იყო შენი ფიქრები და ამიტომ დავნებდი. არვიცი სადამდე მიმიყვანს ჩემი მუდმივი დანებებები. უბრალოდ სიგიჟეა პირველად რომ დავინახე ვერც წარმოვიდგენდი აქამდე თუ მივიდოდა ყველაფერი.ვერც წარმოვიდგენდი საერთოდ ხმას თუ გამცემდა. აი ამდენად არ მიყვარდა ჩემი თავი. სისულელეა და სულელი ხარ თუ გჯერა რომ ეს უბრალო თამაში არაა. მისი ფლირტი ნერვებს მიშლის და მერე იმის გაცნობიერება რომ ყველაფერი სისულელეა.მინდა რომ დამთავრდეს უაზრო თამაშები ბიჭებისგან. დავიღალე ერთიდაიგივე სიტუაციის ათასჯერ გამოვლით. ისინი მოდიან ტკბილი სიტყვებით და მიდიან თითქოს არც არასდროს მოსულან. ვინ იქნება შემდეგი