შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #eEn1Gt

გაიგზავნა , დაწერიდან 1 დღეში. გაგზავნე ასეთი შენც →
ამ წერილს თქვენთვის ვწერ, ვინც ახლა ამას კითხულობთ.
მთელი ცხოვრება სიძლიერეს ვასხივებ. რომ მე არ ვტირი
რომ მე არ მტკივა
რომ მე არ ვეცემი...
მაგრამ ახლა, ამომეწურა ყველანაირი ძალა, ყველანაირი ენერგია. აარც არავინ მყავს რომ გავუზიარო რასაც ახლა განვიცდი... დროის ერთ მონაკვეთში დავკარგე საყვარელი ადამიანი და საუკეთესო მეგობარი.
დამტოვეს სიცარიელეში, რომელიც ტერფებიდან ამოდის და ვგრძნობ, მალე მთლიანად მომიქცევს თავის მარწუხებში...
არ ვიცი რა გავაკეთო.. საკუთარი უსუსურობა მაგიჟებს..
უბრალოდ მინდა დავწერო, ვთქვა და ვიცოდე, სხვაც გაიგებს..
ყოველთვის დაინტერესდით მხიარული, ლაღი და “ძლიერი” ადამიანის ემოციებით, გრძნობებით, რადგან ისინი უფრო მეტად განიცდიან, უფრო მეტად იკლავენ გულში დარდს ვიდრე გგონიათ..
არ ვიცი თქვენგან რას ვითხოვ, უბრალოდ..
თუ შეგიძლიათ წაიკითხეთ, რომ ვიცოდე, ვიღაც მისმენს, თორემ გაივსო ფურცლები წერილებით, რომელთაც წაკითხვა არ უწერიათ.