შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #YC9hAu

გაიგზავნა , დაწერიდან 1 თვეში. გაგზავნე ასეთი შენც →
ძვირფასო მე, გილოცავ დაბადებისდღეს!
უკვე 16 წლის ხარ, დიდი გოგო ხარ. მართლა როგორ გაიზარდე და შეიცვალე. ვამაყობ შენით ყველაფრით ვამაყობ რასაც კი აკეთებ შენთვის თუ საყვარელი ადამიანებისთვის. მინდა, რომ ყველაფერი საუკეთესო გისურვო, ხომ იცი ამას იმსახურებ.მინდა სულ ბედნიერს და გაღიმებულს გხედავდე არმინდა ცუდად იყო. გულში მეტყვი მე სულ ცუდად ვარო. ხოდა ამას ნუ მეტყვი არუნდა იყო ცუდად, ისედაც საკმარისად მეტი შესწირე იმ ადამიანებს ვისაც შენთან არუნდოდათ. ხოდა ამიტომ უნდა იბრძოლო შენი ოცნებისთვის. იბრძოლე და მე სულ შენს გვერდით ვიქნები, როგორც ყოველთვის! ერთს თუ გამიღიმებ გამიხარდება. ოხ მარიამ, გაიღიმე ერთი რა... აი ასე როგორ გიხდება ნეტავ იცოდე. სარკეში ჩაიხედე როგორ გიხდება. ისე გიხდება სულ უნდა გაიღიმო. კარგად გიცნობ ჩემო თავო და მეტყვი მიხდება არა ისო. აბა ცრემლები გიხდება?! არა! შენი თაფლისფერი თვალები ცრემლებს არ იმსახურებენ. ნუღარ მოიკლავ საკუთარ თავს, შეგპირდი მე სულ შენს გვერდით ვარ თქო მაგრამ ერთ დღეს მეტს ვეღარ ავიტან, მეკიდევ არმინდა სულ მარტო დაგტოვო. ისეთი გულჩვილი და მეამიტი ხარ,
მართლა როგორი მეამიტი ხარ იმედია ახლა მაინც ისწავლი ჭკუას და აღარ შეიყვარებ იმათ ვინც შენ არ გიმსახურებენ, აღარ იფიქრებ მათზე ვინც არ დაგაფასა... და უბრალოდ იბრძოლებ საკუთარი თავისთვის.დარწმუნებული ვარ დღეებს დაითვლი სანამ ეს წერილი შენამდე მოვა და ისიც ვიცი შენს დაბადების დღეს როგორ ელოდები. ვიცი მხოლოდ იმიტომ გიყვარს რომ
ადამიანები გეუბნებიან” მიყვარხარ” “გილოცავ” მეიმედები... ნეტა იმან თუ მოგილოცა დაბადების დღე? ანდა გადაიხადე თუ არა... აზრზე არვარ რას იზამდი ისეთი ჩამოუყალიბებელი ხარ. საინტერესოა ახლა რას აკეთებ. ან მარტო კითხულობ თუარა ამწერილს. უბრალოდ მთელი გულწრფელობით გეუბნები რომ ბედნიერი უნდა იყო. ჩემთვის კიარა და ვაახხხ კიდევ რამდენისთვის იქნები ისეთი მნიშვნელოვანი როგორიც ჩემთვის ხარ. ერთი რამ მინდა გთხოვო იმედია საკუთარ თავს შეიყვარებ ისეთი როგორიც არის. თუნდაც ჩაშავებული თვალებით, დასავარცხნი თმით, დასიებული თვალებით, ეჭვიანს, ცოტა ეგოისტს... დიდი იმედი მაქვს. მოკლედ ჩემო თავო მინდა სულ კარგად იყო. მინდა ყველა გვერდით გყავდეს ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ. მინდა ცრემლიანს აღარ გხედავდე, უბრალოდ იბრძოლე. მრავალს დაესწარი! და გპირდები არასდროს მიგატოვებ. გილოცააავვვვ!! უფალი გფარავდეს!