შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #XAvMUt

გაიგზავნა , დაწერიდან 3 დღეში. გაგზავნე ასეთი შენც →
ხვალ , 16ის იქნები , ადრე მითხარი წერისას ბევრი მძიმე დაწერეო , ვწერ . ადრე ისიც მითხარი რომ წერილი გაუგზავნე შენს თავს , ახლა მეც გიგზავნი . შეიძლება არც გახსოვს , გახსოვარ , არაუშავს მე მახსოვხარ . სადღაც მოგკარი თვალი , ისევ ყურებამდე იცინოდი როგორც სულ . რა დრამატულობაა.
ალბათ ახლა ისევ დეპრესიული მოხუცივით ზიხარ და რამე საათობით ნარჩევი ფილმი გაქვს ჩართული , შენს დაბადების დღეზეც ეგრე აპირებ ეგეც ვიცი .
ამდენი ფაქტის მიუხედავად მაინც არაპროგნოზირებადი ხარ ,
მეგონა მომწერდი , ძალიან ამაყი ხარ . ერთხელ როცა ცხოვრებაზე მელაპარაკებოდი მითხარი ჩემი სიამაყე დამღუპავსო .
ბევრი იცი არადა ასე პატარა ხარ ,
გილოცავ , აღარ მოგწერ , ბოლოა , ნახვამდის შოკოლადის გოგონავ .