შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #WoDFQy

გაიგზავნა , დაწერიდან 1 დღეში. გაგზავნე ასეთი შენც →
აიი ყველა, სულ სულ ყველა ხართ ძალიან საყვარლებიი!!! მინდა, ძააან ძააან ბედნიერები იყოთ მალე და სწორედ ასეთი ემოციები დაგეწეროთ ..... აი ახლა ღამის 3 ზე მომინდა მეთქვა ყველა თქვენგანისთვის, რომ არაფერია შეუძლებელი, ყველაფერი გამოვა... წეღან წერილები წავიკითხე რამდენიმე... იმ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ არავინ მიულოცა დაბადების დღე .... მე გილოოცავ ჰო ვიცი სასაცილოა, რაღა დროს ჩემი დაბადების დღეაოო იტყვიი, მაგრამ it’s better to be late than never ;ddd არ გჭირდება ბევრის მოლოცვა , ბევრი მეგობარი... რთულია... დედის საკითხიც..,. მინდა გითხრა, რომ აქ არ მთავრდება არაფერი... პოზიტიურად იფიქრე, წარსულზე ნუ იფიქრებ, ნუ იფიქრებ რომ მიგატოოვეეს, ფიქრები მატერიალურია! მართლააა ოღონდ, აიი ძალიან ბევრჯერ თუ მთელი გულით პოზიტიურად იფიქრებ ყველაფერი ძალიან მაგრად შემობრუნდება ხოლმე. ამას მეც გვიან მივხვდი... საკუთარი თავი საკმარისია მინდა გითხრა და მარტო არხარ ყველა, ჩვენ აქ ვინც ვართ შენი მეგობარია... მჯერა რომ ძალიან ბედნიერი იქნები მალე და ბევრ კარგ ადამიანსაც შეხვდები. სწორედ ძლიერებს უწყობს გამოცდებს ცხოვრება . გახსოვდეს! ვინც მოითმენს მოიგებს! ამასე მეცინებოდა ხოლმე , მაგრამ მართალიაა თანაც როგორ! კიდეკ იყო რამდენიმე წერილი : როგორც კი კარგად ხდებიან სხვასთან გარბიანო! აი ამაზე ბევრის დაწერა შემიძლია. დავიწყებ ადამიანის ბუნებაა ასეთი საშინელი! ხანდახან უნდა შეწყვიტო მათი მოსმენა და თავადაც გაანდო შენი გრძნობები... უთხარი შენც როცა გიჭირს, უთხარი რას ფიქრობ, უთხარით ! ადამიანები რამდენადაც ვაცნობიერებთ ჩვენ გარშემო მოვლენებს, იმდენადვე გამოგვრჩება ხოლმე! ხანდახან ისეთი რაღაცები გამოგვეპარება ხოლმე, ამიტომ უთხარით ! უთხარი, იქნებ არ აკეთებს შეგნებულად ... ასე ხდება ხოლმე! და ის ფაქტი რომ სხვასთან მიდიან ლხინში, არ ნიშნავს რომ მათთვიე არაფერს ნიშნავ! ასეთ მომენტებში უფრო ამახსოვრდებათ ადამიანები! როცა ადამიანი საკუთარ ტკივილზე გიამბობს უნდა გახსოვდეს რომ მნიშვბელობას განიჭებს! დიახ, შენ ამ დროს მნიშვნელოვანი ხდები! წარმოდგენა რომ ამდენად მნიშვნელოვანი ხარ საოცრებაა!!!! ასევე ის ფაქტიც გასათვალისწინებელია რამდენად არიან შენი მეგობრები, მეგობარი ჭირსა და ლხინში, დაუკვირდი თავს როგორ გრძნობ მათთან ურთიერთობისას , ტოქსიკურებს ჩამოშორდი, ასევე არიან “ვამპირი” ადამიანები რომლებიც შენ გპარავენ ენერგიას, თუ არ გსიამოვნებს დაემშვიდობე, ცოტა ფეხებზე მკიდიაც გახდი რომ შენი ფასი დაინახონ! დააწყებინე მათთან ფიქრიი , მარტო შენ რომ ფიქრობ!
კიდევ ერთი 16 წლის ადამიანზე, რომელსაც თვითმკვლელობაზე ბევრჯერ უფიქრია. არაა, თვითმკვლელობა გამოსავალი არაა!!! 16 წლის ასაკი მაინც პატარა ასაკია, დაულაგებლები ვართ, უმწეონი, დამოკიდებულები მშობლებზე... რთულია მესმის, როცა პრობლემებია. მაგრა გაივლის, იფიქრე პოზიტიურად, რადგან მართლა ხდება სასწაულები. სიკვდილით არაფერი მოგვარდება, პირიქით ყველაფერი აირევა, შენ არგაქვს უფლება ვისიმე სიცოცხლე , საკუთარიც კი ასე გაწირო! ცხოვრება ბრძოლაა!!! ვინც იბრძვის, ვინც ითმენს სწორედ მას აჯილდოვებს! მოვა დრო გპირდები მოვა როცწ ყველაფერი კარგად იქნება! მძიმე ყოფა და პრობლემები ჩვენში ისეთ თვისებებს გვძენს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. გაიხსენე ყველა წარმატებული ადამიანის უკან როგორი მძიმე ცხოვრებაა, როგორი მტანჯველი . იფიქრე იმაზე რომ შესაძლოა შენზე დიდი პრობლემები სხვას აქვს და შენ იმასთან შედარებით კიდევ კარგად ხარ! ეცადე დაინახო რომ ცხოვრება კიბეესაავითაა : ხან დაბლა ჩახვალ ხან მაღლა. ერთ ადგილზე კიბეზე ვერავინ გაჩერდება დიდხანს! შენვე უნდა მისცე მოტივაცია, დაჯექი ბევრი იკითხე , ბევრ მუსიკას ფილმს უყურე! გარეთ გადი, ღრმად ისუნთქე დაინახე რომ ყველაფერი რა მშვენიერია, იფიქრე თუნდაც რა საოცრებაა მზის ამოსვლა, ჩასვლაა!
ბევრი სითბო გაეცით ხალხო და უკან დაბრუნებაზე ნუ იფიქრებთ! თქვენი გაცემული სიყვარული თქვენვე დაგიბრუნდებთ შეიძლება არა იმ ადამიანის სახით მაგრამ სხვა უეჭველი, ეს დაუსრულებელი ციკლია ერთი გასცემე მეორე იღებს მესამე გასცემს მეოთხე იღებს და ასე შემდეგ..... გააჩნია თქვენ რომელი ნომერი ხართ ;დდდ პოზიტივი ბევრი პოზიტივი იფიქრეთ ყველაფერ კარგზე... დილა გათენდება გაიღიმეთ.... თავის მოჩვენება ხანდახან და ხშირადაც კი საჭიროა, რადგან არავის არ აქვს დალხენილი ცხოვრება. მდიდარსაც კი რაღაც უჭირს ნათესავი უკვდება , მათთან ღალატოვენ მეგობრები, ზუსტად ისეთივედ როგორც ჩვენ! ჩვენ ყველა ერთნი ვართ გახსოვდეთ! რა ცუდია რომ დღეს ეე არ გამოქვეყნდება, მაგრამ ხვალ აუცილებლად დაიდება და ძაანაც კაი. ხშირად იდება სიყვარულის თემებზეც. ცამხრივი მართლაც რომ არაფერი ვარგა, მაგრააამ ეეს ცალმხრივი სიყვარულიი რაოდენ რთულიც არ უნდა იყოოსს, გვასწავლის , გვცვლის. ყოველი სიყვარულის დროს ჩვენ ახალი ადამიანი ვხდებით. გახსოვდეთ, ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში ტყუილად არ ხდება! განსაცდელი, პრობლემები მათ შორის ცალმხრივი სიყვარული იქნება თუ ოჯახსა და მეგობრებთან პრობლემები ხდება რომ შევიცვალოთ , რაღაც ვისწავლოთ, აი ადრინდელი სტერეოტიპები დაგვიმსხვრიოს, ოდესღაც ნათქვამ არასოდეზე “სოდეეს” გვათქმევინოს ;დდდ ეს გამოძახილია, რომ იგრძნოთ რომ ცოცხალი ხართ, გამოიღვიძეთ ადამიანებოო!!! ყველაფერი მჯერა რომ კარგად იქნება და თქვენც დაიჯერეთ, რადგან ეს სიმართლეა და რადგან მე გეუბნებით ამას!!! ;დდდ მართლა ვამბობ, აქ არაფერი დამიწერია ხოლმე , მაგრამ მომინდა დამეწერა იქნებ ვინმეს ჩემი ბოჟიალის მოსმენა მოუნდა თქოო ! ჰაჰაჰ თუ არ გინდათ ნუ წაიკითხავთ და გაატარეთ თქვენი ნებას. ლანძღვას და დამცირებას სჯობს გაატარო ამით სინდისი არ შეგაწუხებს ოდესღაც გამოთქმული აზრის გამო!
სიყვარულით თქვენი არცისე ახალი წევრი და გულითადი მეგობარი ნ. ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️( აუ რამდენი გამოვიდა ამას მაინც არ გადავიკითხავ) ;დდ პათეტიკური რო ვარ ვერ ვიტან ;დდდ რაუშავს ამ ერთხელ ჩემი დაწერილიც ეგდოს :დდდ ლავ იუ ოლ კის იუ ოლ წავედი ახლა რამეს მოვუსმინო აბა არმეძინება...