შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #Vt4LyZ

გაიგზავნა , დაწერიდან 2 კვირაში. გაგზავნე ასეთი შენც →
ის,რომ ახლა ამ წერილს ვწერ და საკუთარ თავს ვულოცავ,იმას არ ნიშნავს,რომ მარტო ვარ და არავის ვახსენდები.უბრალოდ მინდა საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვა ვუთხრა.
ზუსტად ერთი წლის წინ,ამ დღეს ბევრი ადამიანი ტრიალებდა ჩემს გარშემო და ყველას ძალიან ვუყვარდი. ბევრი დრო არ გასულა,თუმცა ბევრი ვინმე წავიდა და კიდევ უფრო ბევრი მოვიდა.კარგია,რომ ჩემს შემთხვევაში დაკარგულს შეძენილი სჯობს და ვხვდები,რომ რაც უფრო ზრდასრული და გააზრებულად შემოვუშვებ ადამიანებს ცხოვრებაში,მით ნაკლებად გამიცრუებენ იმედს.
გილოცავ დაბადების დღეს!ახლა უკვე დიდი გოგო ხარ და როგორც შენი შო იტყოდა რაც უფრო იზრდები,მით უფრო მეტი სადარდებელი გაქვს.ვიცი ბევრი დაბრკოლება გადაგილახავს და კიდევ უფრო მეტს გადალახავ.ძლიერი იყავი,ხარ და იქნები.გისურვებ წარმატებას და როგორც ნ იტყოდა სწორი ადამიანების შერჩევას და შეყვარებას.ვინც დაგაფასებს და არ მოგაკლებს სითბოს,არც ერთ ემოციასა და დროს.
ეცადე საკუთარ თავთან ყოველთვის მართალი იყო.
წლების მერე მინდა გხედავდე როგორც შემდგარ, საკუთარი თავით კლაყოფილ,დაფასებულ და უბედნიერეს პიროვნებას,მგრამ ჯერ მანამდე როგორც კუშა იტყოდა წუწუნს გადაეჩვიე და ყოველთვის,ვინც არ უნდა გკითხოს როგორ ხარო უპასუხე,რომ ძალიან მაგრად, უდედისმ**ვნელესად ხარ და თავი მაღლა გეჭიროს.
არ გაჩერდე ერთ ადგილას.სულ წინსვლა და განვითარება,რადგან:
„მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი."
მინდა სულ იყო ისეთი ერთგული, გამგები,თბილი და ჯიუტი,როგორიც ახლა.მინდა არ ენდო ადამიანებს მარტივად,არ აპატიო ათასჯერ და გჯეროდეს,რომ რაც დაგიშავეს, უკლებლივ ყველაფერი,მათი სათითაო ქმედება სათითაო საკითხთან დაკავშირებით უკან დაუბრუნდებათ (bc karma is a bitch! )იმიტომ,რომ ნამდვილად არ იმსახურებდი.
მოკლედ,მინდა ყველაფერი მოკლედ გითხრა და თან ძალიან გაიწელა.არ ვიცი როგორ განწყობაზე ხარ.ვიცი რაც დრო გადის უფრო და უფრო არ გიყვარს შენი დაბადების დღე.როგორც კუშა იტყოდა,როგორც არ უნდა იყო ყოველთვის გახსოვდეს,რომ არსებობენ ადამიანები,ვისაც ძალიან უყვარხარ და მან იცის როგორც გიყვარს და შენც იცი როგორ ძალიანაც უყვარხარ.
ახლა შედი შენს ფლეილისთში და სულ პირველი სიმღერა ჩართე. დარწმუნებულივარ შო ისევ შენს გვერდით,რომ იყოს ახლა ამას გიმღერებდა თავისი ლამაზი ხმით შენ,რომ ასე ძალიან გიყვარდა.
კიდევ ერთხელ გილოცავ და ამით დავასრულებ.მე შენი ძალიან მჯერა. შენც გჯეროდეს ჩემი.