შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #TxgWhB

გაიგზავნა , დაწერიდან 3 წელიწადში. გაგზავნე ასეთი შენც →
როგორ ხარ?
წერილს გწერ 2017 წლის 21 ნოემბრიდან.

https://youtu.be/ajGKWk0auOc

ახლა ღამის 03:12ია, შენი დროით 05:12. ტარტუში ვარ, მაგისტრატურაზე ჩავაბარე. ვიცი, რომ შეყვარებული ხარ, ვიცი რომ კარგად ხარ (იმედია). ძალიან მომინდა ძველებურად გამეზიარებინა ჩემს ცხოვრებაში რა ხდება და ამიტომ მოგწერე. მერე რა რომ სამი წლის მერე მიიღებ და მერე რა რომ შეიძლება ეს მეილი აღარ გქონდეს.

ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი რაღაც მოხდა. ბულგარეთში გადავედი საცხოვრებლად, ვიმოგზაურე თურქეთში, მაკედონიაში, ლატვიაში, ახლა ესტონეთში ვარ.უახლოეს გეგმებში შვედეთია. როცა საფრანგეთში ჩავალ (ოდესმე) გპირდები რომელიმე ლამაზ აივნიანი სახლის ფანჯარასთან სურათზე გადავიღებ, როგორც ვაპირებდით ძაან ადრე.
სწავლა რთულია, მაგრამ საინტერესო. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტს ვსწავლობ.
ენთუზიაზმით დავიწყე და არ ვიცი როგორ გავაგრძელო.
მოკლედ, ძალიან ძალიან კარგი მეგობარი იყავი ჩემთვის, ერთ-ერთი საუკეთესო და ეგ სიცარიელე დღემდე ვერ შევავსე.
დიდი მადლობა ყოველი ბედნიერი დღისთვის.

Veridis quo