შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #GHY6LV

გაიგზავნა , დაწერიდან 1 დღეში. გაგზავნე ასეთი შენც →
თინეიჯერობისას დღიურის წერა დავიწყე. მახსოვს, წერას ყოველთვის ასე ვიწყებდი: გამარჯობა ...
სამი წერტილის ნაცვლად სახელს ვწერდი, ოღონდ საიდან მოვიტანე ეს სახელი ან რატომ ამოვიჩემე, წარმოგედგინა არ მაქვს. არაქართული სახელი იყო, შეიძლება რომელიმე წიგნში ამოვიკითხე ან იქნებ ფილმში 🤔🤔
საინტერესო პროცესი იყო დღიურის წერა.
მერე ერთ დღეს ავდექი და დავხიე ჩემი დღიურები. (მთლად უმიზეზოდაც არ გამიკეთებია, მაგრამ მაინც...)
ხოდა, ახლა ვზივარ და ინტერესი მკლავს, ნეტა რას ფიქრობდა პატარა ნუცა, რაზე წერდა თავის დღიურში.

მოკლედ, შენ, უცნობო, ვინც ჩემს წერილს კითხულობ ახლა, მოგბეზრდა დღიურის წერა და ვერ გადაგიწყვეტია ნაკუწებად აქციო თუ შეინახო, გირჩევ, არ დახიო, თორემ ჩემსავით ინანებ 💜