შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #FijHdJ

გაიგზავნა , დაწერიდან 1 დღეში. გაგზავნე ასეთი შენც →
ამ წერილით, მინდა ჩემს თავს ვესაუბრო, როგორც მეგობარს.
გული უნდა გაიწმინდო, ელე.
იცი რომ ბოლო დროს შავი ფქრები შემოგეპარა.
იცი რომ ისე ვერავინ გესაუბრება, როგორც შენ საკუთარ თავს.
ამ წერილით, მინდა იმედი მოგცე, ელე.
იცი რომ ძალიან ბევრი შეგშლია და თავს იტანჯავ.
იცი, როგორ მინდა საკუთარ თავს აპატიო, რომ თავი ვერ შეაყვარე.
აპატიო, ის რაც მოხდა.
აპატიო, ყველა ის სიტყვა, რაც თავისთვის გაიმეტე.
ყველაფერი წარმავალია, ელე.
შენ ეს იცი და მინდა არასდროს დაივიწყო.
მინდა დრო გავიდეს და საკუთარ თავს შეხედო რომ არ დანებდი.
შეიძლება ცხოვრებაში ისეთი არავინ გეყოლოს, როგორიც შენ ხარ, ამიტომ შენს თავს უნდა ელაპარაკო, იმედი მისცე.
მეგობრობ, წრფელად. შენ ეს იცი.
ნუ სთხოვ ღმერთს დაგეხმაროს. ვერ დაგეხმარება, ის ვისიც არ გწამს.
დახმარება გჭირდება და ეს ფიქრი გტკივა.
იცი, რომ ვერავინ შეძლებს ამას, შენს გარდა.
გგონია რომ ვერაფერს უმკლავდები და ეს ფიქრი გტკივა.
შეძლებ! შეძლებ! შეძლებ!
ჭაობიდან ამოიყვან შენს თავს.
ყველაფერს მიუტევებ და ამოხვალ.
ყველა სიტყვას მიუტევებ.
ყველა ტალახს ჩამორეცხავ.
მარტო ხარ. ამიტომ გესაუბრები, ამიტომ გემეგობრები.
დაივიწყე, გთხოვ.
ყველა ფერი რაც მოხდა.
იცი, რომ ყველა პასუხი შენშია.
მოუსმინე. დაუჯერე.
მოუსმინე მარჯვენა მხარეს.
მოუსმინე საკუთარ ღმერთს შენში.
შენ ვერ პოულობდი ღმერთს შენში და თუ მოუსმენ ის თავად გიპოვის.
აღმოგაჩენს. სიცარიელეს შეავსებს.
ყური უგდე სიჩუმეს, როგორ სიტყვებს გიყვება.
ის საკუთარ სიყვარულს დაგანახებს.
მოუსმინე… უბრალოდ მოუსმინე