შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #D92bXr

გაიგზავნა , დაწერიდან 6 თვეში. გაგზავნე ასეთი შენც →
ახალი ჭიქა მაქ
წითელია
ბოლო დროს იმდენი რამე გადავაქციე წითლად ჩემ გარშემო, მგონი ცხოვრების ამ ეტაპს წითელს ვარქმევ და ძაან მომწონს

ფოტოს გადასაღებად ხშირად თეთრ ფონს ვქმნი, იმიტომ რომ იქ ბევრი რამის ჩასმა შეიძლება და მომგებიანია

ჭიქა დიდი, გლუვი და წითელია, ანათებს და არაფერი აწერია, ისე როგორც იმ თეთრ ფონს და მგონია რომ ეს სწორია

უკვე ვიცი, რომ ეს ჭიქა ერთ-ერთი იქნება იმ ნამდვილად ცოტა ნივთს შორის რომლებსაც წასვლისას წავიღებ. აქ არანაირი პოეტური შელამაზება, ბევრს ვერ წავიღებ რადგან უბრალოდ ფიზიკურად არ შემიძლია. რომ შემეძლოს აქ არცერთ ცარიელი საღებავის ქილას არ დავტოვებდი, რომლებსაც თითქოს არაფერი მაგრამ ყოველთვის საპატიო ადგილი უჭირავთ ოთახში და რომლებიც, არ გამოვრიცხავ, ჩემი ნაწილიც გახდნენ ამასობაში. არც იმ თოკის ნაგლეჯის დატოვება მინდა, რომელიც მაშინ ბრმად და გეგმის გარეშე, მაგრამ დიდი რწმენით შევინახე, რომ ოდესღაც აუცილებლად დიდი როლი უნდა ეთამაშა რაღაც კარგის შექმნაში, რაც თავის მხრივ მე გადამარჩენდა.
(რაღაცის შექმნა დიდხნიანი სუნთქვის შეკავების შემდეგ ამოსუნთქვას გავს და იმიტომ. კაიფია, უნდა იგრძნოთ.)
ხომ გესმით, მე შევინახე თოკის ნაგლეჯი რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. როგორ შეიძლება ვერ იგრძნო ეს ფაქტი, მთელი მისი ჯადოქრობებით და როგორ შემიძლია მე, დავტოვო ის და მისი მსგავსი ასობით, ათასობით ნივთი აქ, სადაც ვიცი, რომ მეორედ მოსვლისას არ დამხვდება. არარის მათთვის მნიშვნელოვანი და იმიტომ. ვერ აუხსნი მათ, რომ ამ თოკს ოდესღაც უნდა გადავერჩინე და არ შეიძლებოდა მისი დაწვა.
მათ კიარა მგონი ვერავის ავუხსენი, ვერც თქვენ, და ცოტა სევდიანია კჯ;;;ოჰჯგ

ხანდახან ვფიქრობ, ეს კარგიც კია, კარგია რომ ყველაფერს ვერ წავიღებ. ამას ვუმეორებ ხოლმე საკუთარ თავს, მაშინ როცა ძალა მყოფნის, და სადაცაა დავიჯერებ რომ ასეცაა.

მოკლედ, ეს ჩემი ჭიქა, რომელიც წითელია, ბაბუასი იყო

სახელურის ქვედა ნაწილი გაბზარულიაქ და ყოველ ჯერზე ვფიქრობ ნეტავ ახლა მოტყდება თუ მერე, როდესაც უკვე გადამავიწყდება ჩემი არჩევანი - სასურველი მაგრამ გაბზარული ჭიქიდან დავლიო ჩაი, მდუღარე წყალს ჩავასხამ, ჩაის პაკეტს რამდენჯერმე ამოვავლებ, შაქარს ჩავიყრი( იმედია მაგ დრომდე შაქრის რაოდენობას ისევ ხუთადე არ გაზრდი, მე ხომ ძლივს შევეჩვიე ორ კოვზს და ეს არც კი ვიცი რატომ ვქენი), უყურადღებოდ ავიღებ და ეს ცოცხალი, მდუღარე წყალი დამესხმევა ფეხებზე, ხელებზე და ვინ იცის კიდევ სად, და დამწვავს ისე, რომ კარგა ხანს, ან საერთოდ ვერასდროს დავივიწყებ.
ჯერ-ჯერობით პირველი არ მართლდება და დაწვის მოლოდინში უფრო ვარ, მაგრამ ეს კარგია და მე თანახმა ვარ.

ეს ჭიქა, რომელიც წითელია, წინ მიდგას, ახლა ამ წერილს გავუშვებთ მომავალში, ალბათ არც ისე შორს, და დარწმუნეული ვარ გამიხარდება მისი მოსვლა, ამიტომ გთხოოოოვ წერილო, სპამმა არ დაგიჭიროს,
ხო ხედავ რა სიბრძნეები ვწერე, განა შეიძლება ამის დაკარგვა??

დროებით, თავს მიხედე