შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #CFwHyV

გაიგზავნა , დაწერიდან 1 დღეში. გაგზავნე ასეთი შენც →
გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო. მიყვარს ეს დღე. ზოგს უთქვამს, არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ასაკი მემატებაო.
თუ ადამიანს სიცოცხლე გიხარია, ყოველი დღის გათენება გიხარია, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წელი შეგისრულდა 20,40,70... არ მეთანხმებით? 😂😂
ასე ვარ მეც. მიხარია, რომ მირეკავენ, მესიჯებს მწერენ, მილოცავენ. აი, facebook-ზე სტანდარტული მესიჯი "გილოცავ, მრავალს დაესწარი" ეგეც კი მახარებს.
არადა, წლების წინ მქონდა პერიოდები ჩემი დაბადების დღე არ მიხაროდა. გამოცდილებამ მასწავლა, დღეს თუ ცუდად ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ან ერთ თვეში ან ერთ წელში ბედნიერი არ იქნები. ხოდა, ამას გისურვებ შენც, ვინც ახლა რაიმე მიზეზით მოგიწყენია, ნერვიულობ, დეპრესიაში ხარ. გჯეროდეს, წინ ბევრი ბედნიერი დღე გელოდება. იმედი არ დაკარგო ა რ ა ს დ რ ო ს💜💙♥️

კარგ დღეს გისურვებთ უცნობო ნაცნობებო. 🌞😘🤩

პატივისცემით, ნუცა 💜

Carpe.Diem.Nutsa@gmail.com