შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #6xgc41

გაიგზავნა , დაწერიდან 4 დღეში. გაგზავნე ასეთი შენც →
თვრამეტი წელი...
გილოცავ ჩემო თავო და ჩემო პოეტო "მევ".
ყოველთვის, როცა საკუთარი თავის სხვებთან შედარებას დაიწყებ, გაიხსენე, რომ შენ რომ სხვა იყო, ის სხვა ორი იქნებოდა, ორი კიდევ თუ ერთმანეთის მსგავსია განსაკუთრებულობას კარგავს.
შენ ხარ შენ, მხოლოდ ერთი, ზოგზე ლამაზი და ზოგზე მახინჯი, ბევრზე ჭკვიანი და ცოტაზე სულელი. დიახ, სრულიად არანარცისულად.
ჰო, ყველანი საკუთარ თავში წილ სისულელესა და სიბრძნეს ვატარებთ.
"ყოველი სიმრავლე ეზიარების რაითამე ერთსა"
და კოკასა შიგან რაცა სდგას ;დდ ხოიცი ეგ..
იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ თავს ხშირად არ ვაფასებ.
ისე ვექცევი, როგორც ქვეყნად არავის მოვექცეოდი, მტერსაც კი.
ხანდახან ვაიძულებ დილიდან საღამომდე თვალგადმოკარკლული ელექტრონულ წიგნებსა და ფაილებს ახლიდეს თავს.
ხანდახან ვაიძულებ შიმშილს, სევდას, დარდსა და ავადმყოფობას.
იშვიათად სიხარულსა და ჰარმონიას.
ხანდახან ვტანჯავ ფიქრებით, ხანდახან კიდევ განვადიდებ, აპოთეოზში ამყავს.
დამპალი სამყაროს მორალი ხომ მხოლოდ ის არის, რომ რაც შეიძლება ბედნიერი იყო... ლაიბნიცის სიტყვები ხომ მართალი არ გამოდგა და ჩვენი სამყარო სხვა შესაძლო სამყაროებს შორის მართლაც ყველაზე მშვენიერი არ არის..
ჩვენ ხომ ამისთვის ვისახავთ და ვაღწევთ მიზნებს.
ამისთვის ვიყვარებთ და ვიძულებთ.
ამისთვის ვსუნთქვათ.
და წყალსაც წაუღია იმიერი სამყარო.
ჩვენ თუ ერთხელ ვიბადებით და რეინკარნაცია წმინდა წყლის სისულელეა, რატომ არ უნდა ვიზეიმოთ სიცოცხლე? რატომ არ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი და სხვები?
არამც და არამც.
ჰოდა ასეა, ცოტა პოეზია:

რახმანინოვი და ბეატრიჩე,
ოთახს სდის ახლა შენი სურნელი.
ბრმა სისტემების ნოტების პირზე,
გესალმებიან მკრთალი ჩრდილები.
მელოდიების სხივმფინარ სახეს
მსწრაფლ უერთდება შენი თვალები
და გასაყარზე რომც აღარ ვიდგე,
უფსკული მელის, ღრმა და ულევი.
ხელს თუ არა მკრავ არ გავეშვები,
მაგრად ვკიდივარ ცხოვრების კაფოს
და ერთი წვიმით ამცდარი ხელი
საკმარისია რომ ზღვამ ჩამყლაპოს...

ისიც მე ვარ, თვალებს რომ მელოდიის სახეს ვუერთებ და ისიც მე ვარ, ჩემი თავის მშველელად რომ ჩემსავე თავს ვუხმობ.

***
დასეტყვილ ხეივნებს როგორაც დაათოვს...
როგორიც სილაზე ფიფქების ზღვა მოდის,
ისეთი სიტყვებით მოვმართავ დაისებს,
ასეთი შეხებით მოვკვდები, თუ მოვკვდი...

აბა, მშვიდობით, amica mea.