შემოგვიერთდით!

წერილი მომავალში #18Nd6A

გაიგზავნა , დაწერიდან 3 წელიწადში. გაგზავნე ასეთი შენც →
სად გაქრა ხალხი,რომლებსავ ვიცნობდი?
აორთქლდნენ? მოკვდნენ? მე შევიცვალე,თუ ისინი?
...
გარეთ გავდივარ,დიდი ძალისხმევის ფასად.ვუყურებ ხალხს,ნაცნობებს,უცნობებს...
ზოგიერთს პირველად ვხედავ,ზოგიერთ მათგანს ვცნობ.
ვუყურებ მუდამ დამწუხრებულ უფროსებს. ბედნიერ პატარებს,რომლებიც შემოდგომაზე,ფერადი ფოთლებით თამაშობენ.ვუყურებ და ვფიქრობ,რა მოხდება როდესაც 5წელი გავა და ჩემ ასაკს მოაღწევენ. ისინიც ჩემსავით შეხედავენ ბედნიერ ბავშვებს და ტირილი მოუნდებათ?
თითქოს გუშინ იყო,მეც ფოთლებით ვთამაშობდი და ცხოვრებით ვტკბებოდი.
რა მემართება? ვიზრდები?
...
ვყყურებ ხალხს,რომლებიც ადრე ჩემ მეგობრებს ვუწოდებდი. ვხვდები,რომ ისინი ისეთები გახდნენ,როგორებიც გვძულდა.
მე როგორი გავხდი? მეც მათსავით შევიცვალე? რა მემართება?
...
დედა მეუბნება,ზედმეტს ფიქრობო.
მეგობრები მეუბნებიან,რომ ვიცვლები,როდესავ ჩემი აზრით ისინი მტოვენებ,იცვლებიან. წინ მიიწევენ,ოცნებებისკენ
და მე?
ერთ ადგილას გავიჭედე.გზა დავკარგე,რომლის შენარჩუნებასაც ამდენი წელი ვცდილობდი.
...
რა მოუვიდა ძველ ,,მე"ს
რა მოუვიდათ ჩემს მეგობრებს?
მარადიული არაფერია,მაგრამ მაინც ვერ ვხვდები,სად გაქრა ხალხი,რომლებსაც ვიცნობდი?
რა მემართება? ვიზრდები? ვკვდები?
მე ჩემ თავს ვკარგავ,ვუჩინარდები...