შემოგვიერთდით!

საჯარო წერილები

შენ წელიწადის დროებივით იცვლი შენს სახეს,
მეც შემოდგომის ფოთლებივით- ფერადებს, გარჩევ,
აზრს რომ უკარგავს ეგ სიცივე ყველაფერს,ამჩნევ?!
თუმცა ხასიათს ეს მიმკობს და ვერაფერს ვავნებ,
დროებით ამბებს,გიყვები,თან ბევრს...
უბრალო სიტყვებით ვახერხებ ამდენს,
მისმენ თუ არა,ეს მაინც გაბნევს,
დროებით გჩუქნი ბედნიერ წამებს,
გჩუქნი ჟოლოსფერ,ნოტიო ბაგეს,
დროებით მოვალ და აგირევ აზრებს, თუ კი დადგება ზამთრის დრო მალე,
როცა სიცივე,შენ,თავთან გაწევს,
ჩემს ადგილას წევს და თავის სუსხს გაჩვევს,
მაშინ ისევ მთხოვ დროებით დავრჩე,
დროებით,რადგან დიდხანს ვერ გავძლებ,
მე შემოდგომის ფოთლებივით- ფერადებს,გარჩევ,
დიდხანს გაგყვება ეს ფერები სულ თან რომ დამდევს,
გადავწყვეტ ძილს და არ წავშლი ამ ლექსს,
განდობ ჩემს აზრებს, თავბრუს რომ გახვევს,
შენც წელიწადის დროებივით იცვლი შენს სახეს,
და მეც მოსვლისას სულ ვცდილობ რომ ამინდებს ვახლდე.
— გაიგზავნა , დაწერიდან 2 დღეში
— გაიგზავნა , დაწერიდან 2 კვირაში
დღეს ყველა შენი გამოგზავნილი წერილი წავიკითხე და მადლობა <3.
ჩემს საუკეთესო ნაწილთან დამშვიდობებას გავს ეს მადლობა.
არაუშავს, ბევრი რამე მოხდა. 8 თვე გოგოსთან ერთად რომელიც არც ერთ შენი აქამდე არსებული კრიტერიუმით არ უნდა შეგყვარებოდა. 8 თვე გოგოსთან ერთად რომლისთვისაც შენ მეთორმეტე ბიჭი იყავი ვისთანაც სექსი ჰქონდა. და მაინც შენ გაცოცხლდი. შეძელი ადამიანის ფიზიკური გადარჩენა. მერე იდიოტი, ჩვეულებრივი გოგო შენს ცხოვრებაში რომელიც ალბათ ისევ დაბრუნდება. ვერ განიცდიან შენსავით ეგ იცოდე. მაგრამ ეცადე ახლოს მიხვდე ყველასთან. ჯობია რომ შენ გეტკინოს, იმიტომ ეგ ნიჭი გაქვს. ეგ შეგიძლია. კარგი ადამიანი მგონიხარ მაინც და იცოდე რომ ძნელია ასეთად დარჩე. ყველა და ყველაფერი დაიკიდე თუ ხელს თავისუფლებაში და სიყვარულში ან პატივისცემაში გიშლიან.
 ეს შენი ერთადერთი ცხოვრებაა და გაუფრთხილდი
— გაიგზავნა , დაწერიდან 1 წელიწადში
თქვენ ვერ მამჩნევთ, არც სურვილი გაქვთ გაიგოთ რა მაწუხებს. სიცივეს ვგრძნობ, მხოლოდ სიბრალულს და შიშს ვგრძნობ თქვენგან.
ვიცი რომ ცუდად ვარ, არ მშველის აბები რომლებსაც მასმევთ, არ მეშინია იმის რაც ჩემშია, თქვენი მეშინია.
მარტო დარჩენის მეშინია, ყველამ მიმატოვა, მაშინ როცა ძალიან მჭირდებოდა. თქვენც მიმატოვეთ.
არვიცი ბოლოს როდის ვნახე ადამიანი რომელიც იღიმის, მე მიყურებს და იღიმის, არც სითბო და ჩახუტება მიგვრძვნია.
მარტო დამტოვეთ, ამის მეშინია ყველაზე მეტად, თქვენ არ გესმით, თქვენ ვერ ხედავთ, თქვენ ვერ გრძნობთ, რასაც მე..
ადამიანები იმაზე ბევრად საშიშები ხართ რასაც ვხედავ, ადამიანები რომლებმაც მარტოობისთვის გამიმეტეთ,
ის აქაა, მე ვხედავ, ხშირად. თქვენ ვერა, ამიტომ მინდოდა თქვენთვის დამეხატა, როცა ვხატავ უკეთ ვარ.
აბები არაფერს ცვლის, თუ მძინავს, არ ნიშნავს რომ კარგად ვარ, ის აქაა, ის არ მტოვებს, თქვენ კი მიმატოვეთ, ყველამ მიმატოვეთ.
ილუზიებს ქმნით, სადაც არაფერი არსებობს რეალური. ილუზიების სამყაროს ქმნით სადაც ყველანაირი ბოროტება ნებადართულია და არ არსებობს სიმართლე.
"გამოსაჯამრთელებელ" ოთახში გამომკეტეთ და ცდილობთ აბები ჩემზე გაასაღოთ. აღარ მახსოვს ბოლოს ლურჯ ცას როდის ავხედე და ბედნიერება ვიგრძენი. ის დამცინის, დაგცინით თქვენც. მეც მეცინება, რადგან გგონიათ, რომ მისი კლანჭებისგან ამ ტაბლეტებით მიხსნით.
მინდა ამ ოთახის კუთხეში მივიყუჟო, სრულ სიბნელეში და თავი მუხლებში ჩავრგო, ის არასოდეს მტოვებს, სულ ჩემს გვერდითაა და ძალას არ იშურებს ჩემი უბედურებისთვის. ყველაფერს აკეთებს, რომ მისგან თავი ვერასოდეს დავიხსნა და თქვენც ხელს უწყობთ. ჩემამდე არავის ვუშვებ, რა აზრი აქვს რომ. რამდენჯერაც ეს გავაკეთე უარესი მივიღე, თითქოს და ჩემი დახმარება უნდოდათ და ისევ მიმაგდეს ან უარესი, გამანადგურეს.
ჰაერი არ მყოფნის აქ, სული მეხუთება...მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს ჩემს დასახმარებლად, ყველას ფეხებზე ვკიდივარ. მას ხშირად ვხატავ, თითქოს ამით შვებას ვგრძნობ.
ნეტავ სადამდე გავუძლებ ამას..........................................როდემდე?


p.s "იმდენი ცუდი რამ გავიგე თქვენზე დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივი ადამიანი ბრძანდებით." (ვგიჟდები ამ სიტყვებზე)
— გაიგზავნა , დაწერიდან 2 კვირაში
გამარჯობა, მომავალო მე :)
არვიცი, საერთოდ ამ წერილს წაიკითხავ თუ ვერა... ხანდახან ისეთი ბედი მაქვს ძაღლსაც კი შეშურდება მაგრამ კორონას მხოლოდ ბედი და იღბალი რომ შველოდეს... ყოველთვის ვცდილობდი წესების დაცვას. ყველგან პირბადე მეკეთა.. მაგრამ მაინც ვერ ავცდი ამ ვირუსს. არაუშავს, ესეიგი ასე უნდა მომხდარიყო. იქნებ კარგიც კია ასე რომ ვარ? დედაჩემს აღარ ვაწვალებ ხოლმე, ზედმეტი ტვირთი არ ვიქნები. მამაჩემს საერთოდ ვკიდივარ ეგ ვიცი... მაგრამ ალბათ მასაც დასწყდება გული.. იმედია... ერთი კვირაა რაც ასე ვგდივარ საწოლში :დ დედას ხო ცალკე ვანერვიულებ! რა მინდოდა საერთოდ რას ვეუბნებოდი? ახლა მაგაზეც ცუდად ვარ! ჯერ სიცხით დაიწყო ყველაფერი, მერე ყელის ტკივილი, მერე სურდო... მეგონა გამოვჯანმრთელდი ცოტა მაგრამ აჰა!ყნოსვის და გემოს შერგძნებები დავკარგე! ტესტის გაკეთებასაც არ აქვს აზრი... ექიმები ერთიდაიგივეს მეუბნებიან. ბერვრი სითხე, ბევრი სითხე, ბევრი სითხე! მხოლოდ ეგ რომ შველოდეს ჯანდაბას ავიტანდე წარამარა ტუალეტში სირბილს! საბოლოოდ გადამეწურა იმედი... აქაც კი ვეწუწუნები ჩემს თავს :დდ არადა თავიდანვე ვთქვი არ ვიწუწუნებ მეთქი... მაგრამ სხვა რაღა დამრჩენია? 18 წლის გოგო, ახლა რომ ვიწყებდი ცხოვრებას( შენც კარგად იცი რომ არც ეგ მიხაროდა მაგრამ იმედს ვიტოვებდი რომ გამოჩნდებოდა რაღაც რაც ცხოვრების სტიმულს მომცემდა) უკვე ვამთავრებ სიცოცხლეს... აუ ისე... ჩემი კურსელები თუ ნახავთ ამ წერილს და გვიანი არ იქნება, ნუ მოხვალთ ჩემს პანაშვიდზე! არ მინდა ჩემს ღაბაბს უყუროთ :დდ
თუ ცოცხალი ხარ და კითხულობ ამას,
გ ა მ ო ც ო ც ხ ლ დ ი !
ნუ გიყვარს საქმის ბოლო წამამდე გადადება! ხომ ხედავ ეშმაკმა მადომ რა ქულა დაგიწერა?! გთხოვ იპოვე რაიმე სტიმული, იყავი სხვებზე უკეთესი! შენი თავი დაარწმუნე იმაშ რომ შენ საუკეთესო ხარ! არ ჰგავს შენი იდეები სხვებს! შენც შეგიძლია რაიმე ახლის შექმნა! უბრალოდ გჯეროდეს ამის... გთხოვ გჯეროდეს. თუ დაიჯერებ მართლაც მასე იქნება.
იცოდე, დედაშენს უყვარხარ ყველაზე მეტად! არ დაივიწყო ეს და არ ჩაიდინო რაიმე სისულელე, გემუდარები... ხომ ხედავ კორონას გადაურჩი არა? :დ მაგას თუ გადაურჩი ყველაფერსაც გადაურჩები! აბა შენ იცი... მიყვარხარ! (ხო რაიყო, შენი თავის შეყვარების პირველ ეტაპებს გადიხარ ახლა ;) ასე რომ იმედია არ გაგიკვირდება) პ.ს ექიმს "ასევე" რომ უპასუხე "გამოჯანმრთელებას გისურვებთზე" ეგ იმედია არ დააგავიწყდა ხო? :დ კაი კაი მოვრჩები ახლა და 1 თვეში კიდე მოგწერ :დ

შენი მტერი და მოყვარე, მე.

პ.ს თუ ვერ წავიკითხავ... მინდა იცოდე რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ დე! მერე რა, რომ 12 წელი ნორმალურად ვერ გნახულობ. არაუშავს! ერთადერთი რაც მწყინს, ეს არის შენთვის ნორმალურად მადლობის გადახდა რომ ვერ მოვახერხე იმისთვის, თუ რაც აქამდე გაგიკეთებია ჩემთვის... მიყვარხარ სიგიჟემდე!
— გაიგზავნა , დაწერიდან 4 კვირაში
axla isdgea dzalian cudad ro vikavi :(((( da gios aq kofna ro mindoda:(((( sikvdilis winac iseti viko bednieri rogorc aqamde koveli wutit rom vtkbebodi:((((((es cxovreba erti wamia da daafase is:)))) tu shen amas kitxuob anu jer kidev cocxali xar:)))))) koveltvis meamakeboda sheni tavi<3 da koveltvis bednieri vikavi xolme:)) ararsebobda chemtvis raime rac mawkeninebda))))es iko chemi cxovrebis mizani vkofilikavi bednieri da gamelamazebina sicocxle sxvistvis da chemtvis//////koveltvis vabednierebdi sxvebs))) da koveltvis vikavi bednieri koveli wamit roca vsuntqavdi da vxvdebodi cocxali vikavi varsebobdi da vcocxlobdi<3sheidzleba dgevandeli dge shentvis dabrkoleba ikos sheidzleba shen amis shegeshindes magram tu shen amas kitxulob es imas nishnavs rom shen sheni shishi da sheni dabrkoleba gaiare<3333 da axla iwkeba is dro roca safiqrali agar gaqvs xval isuntqeb tuara:))) gaaketeb tuara amas)))) gindatuara es gaaketo))))meamakebi da koveltvis ase iko))))chemo tavo me arvar amaki da arc arasdros vkofilvar))) me arvar boroti da shen es kargad ici///piriqit imdenad ketili var rom tavs damnashaved vtvli tu vinmes raime cudi gauketebia chemtvis////arvici gavasajarovo tuara magram tu shen amas waikitxav gtxov tqva sheni vinaoba)))vin werda am werils momavali me-stvis///magram vici rom amas ar gaaketeb(((((((amitom icode rom mikvarxar da koveltvis ase iko)))) shen kvelafers shedzleb tu megobrebs chamoishoreb))))))megobrebs romlebic ubedurebi arian////damijere shen cxovrebashi ubedurebis adgili araa))))gedzgvneba shen romelsac likuna gqvia<333
— გაიგზავნა , დაწერიდან 3 კვირაში
ასაკის მატების დადებითი მხარე, ალბათ, გამოცდილების დაგროვების საინტერესო პროცესია, რაც, თავის მხრივ, საკუთარი თავის გაკონტროლებაში მეხმარება. თუნდაც რამდენიმე წლის წინ ისეთი ფიცხი ვიყავი, მცირე გაღიზიანების დროსაც კი ახალადუღებულ ჩაიდანს ვემსგავსებოდი - ჯერ ორთქლს ამოვუშვებდი, შემდეგ ნელნელა ვწყნარდებოდი 🤣 თუმცა, რას მივხვდი იცი? ყველას შეუძლია, საკუთარ თავზე იმუშაოს, ემოციების მოთოკვა ისწავლოს. მთავარია, ცვლილების ს უ რ ვ ი ლ ი. მივხვდი იმასაც, რომ პასუხის გაცემა მშვიდი სახით გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე გველეშაპივით ცეცხლის ფრქვევა 🔥 სიმშვიდე ის იარაღია, რომლითაც "ბოლოს მოუღებ" შენს დაუძინებელ მტერსაც კი. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ დავძლიოთ მრისხანება და მშვიდად გადავწყვიტოთ პრობლემა. მე ორ ვარიანტს გთავაზობ. 1. მრისხანების მომენტში სარკეში ჩაიხედე 😱😱 მერწმუნე, სხვა დროს მსგავსი ემოციის სურვილიც კი შეგაშინებს. 2. გაიაზრე ის, რომ მხოლოდ სიკვდილს არაფერი ეშველება, დანარჩენ შემთხვევაში, გაუმოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. მრისხანება კი გონებას გვიხშობს და არასწორი გადაწყვეტილებისკენ გვიბიძგებს.
რამდენიმე წლის წინ მსგავსი თეორიები ვინმესგან რომ მომესმინა, გამეცინებოდა. 😃 თუმცა, მე ეს ნამდვილად შევძელი, შეძლებ შენც.
პატივისცემით, ნუცა 💜
Carpe.Diem.Nutsa@gmail.com
— გაიგზავნა , დაწერიდან 1 დღეში
მართალია ყველაფერი ცუდად აეწყო, არა ისე როგორც შენ გინდოდა, გიწევს ყოველდღე ფიქრი იმისა რომ არაფრისთვის გრჩება დრო, დრო იმისა რომ ყურადღება შენს თავსაც მიაქციო, გიწევს ყოველღამე ტირილი და ნერვიულობა. ეს ყველაფერი კი იმის გამორომ დედა შორსაა, კილომეტრებით ძალიან შორს.
მაგრამ გახსოვდეს:
დედა არის ადამიანი რომელიც მიუხედავად სიშორისა მაინც ყოველთვის შენს გვერდით იქნება.
ადამიანი რომლის გულში ყოველთვის დაიკავებს დიდ ადგილს შენი თავი.
ადამიანი რომელსაც ყველაფრის მიუხედავად ეყვარები.
ის მალე დაგიბრუნდება და შენ ყველა პრობლემას წერტილი დაესმევა.
შეგეძლება მალე ჩაიკრა გულში.
დაიმახსოვრე:
მას უყვარხარ და ყოველთვის შენს გვერდითაა.
ასერომ გაუძელი...
შენი შინაგანი მეგობარი: “მე” ❤️
— გაიგზავნა , დაწერიდან 4 კვირაში
არა, ნერვები მეშლება! თან ძალიან მეშლება! ან როგორ შეიძლება არ მეშლებოდეს?! ფენტეზის ჟანრია ამ მდგომარეობაში სიმშვიდის შენარჩუნება!
ბრაზი და უსამართლობის შეგრძნება მახრჩობს. მის გარეშე ყოფნის მახინჯი შეგრძნებები, რომლებიც ღამის საათებში მაღვიძებენ, მატირებენ და თავს ერთდროულად მაგრძნობინებენ ძლევამოსილ ცივ მონსტრად თუ პატარა, უსუსურ არსებად - ყელში ამომივიდა! დავიღალე სენტიმენტებით!

ვხვდები, რომ აღარ მეშინია! მზად ვარ ავდგე და მივუვარდე!
მთელი ღამე მნიშვნელოვან შეტყობინებაზე პასუხის მოლოდინში კი არ გავატარო მის კორპუსთან, თანაც წვიმაში! არა! არამედ ავდგე და პირდაპირ მივუვარდე! კარზე მაგრად დავაბრახუნო და მოულოდნელობისგან გავყინო ადგილზე!

ქარიშხალივით შევიჭრა მის ცხოვრებაში, ამჯერად მეორედ და საბოლოოდ. მზად ვარ, რომ ბოლომდე დავისაკუთრო. მაგრამ ჩუმადაა. დუმს. ირიბად ვუთხარი, რომ უკვე მიყვარს. თავი ძალიან უპირატესად რომ არ ეგრძნო, მიყვარხარ-ს "მგონი" მივუმატე წინ, არადა, მე ხომ ზუსტად ვიცოდი და ვიცი, რომ თუ რაიმე მსგავსს ვგრძნობ, მანდ ისეთი სავარაუდო სიტყვები, როგორიცაა "მგონი", "ვფიქრობ" "შესაძლოა" და ა.შ. არაფერ შუაშია!

ჩემი სიყვარული ყველაზე ნამდვილი რამაა, რაც ოდესმე ცხოვრებაში ჰქონია!
მაგრამ არ იმჩნევს. დუმს. ისევ ჩუმად მელოდება. მაგრამ იქნებ, არ მელოდება? იქნებ, უხმოდ შეწყვიტა ლოდინი?

მინდა დავრწმუნდე, რომ ისევ გრძნობს იმას, რაზეც 2 თვე შემაწუხებლად მძაფრად საუბრობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მისი ადამიანური ინტერესის დასაკმაყოფილებლად არ შევხვდები. დავიკიდებ ჩემს აბსოლუტურ და ღმერთულ მზადყოფნას, ყველა სიბნელეს და შიშს და უბრალოდ დავივიწყებ.

ხომ იცი, რომ ეს შეგიძლია? თან იდეალურად.

ამ შეტყობინებას 2 კვირაში მიიღებ და
მოდი, ვიმედოვნოთ, რომ შეწყვეტს რაპუნცელობას და ჩუმად ლოდინს და იქამდე, სანამ ეს შეტყობინება მოვა შენამდე, ხმას ამოიღებს. მოგწერს. რომ მოენატრე, ან არ ვიცი, გკითხავს, ასთმა ისევ გაწუხებს თუ არა. ცუდად ხომ არ ხარ, ან გამოცდები როგორ ჩააბარე. მთავარია, დარწმუნდე, რომ ისევ უნდა! და შეუძლია ეგო წიხლზე დაიკიდოს.

თუ არ მოგწერს და თუ გაიძულებს დაივიწყო, ასეც იზამ.
უკან დასაბრუნებელ ყველა ხიდს გადაწვავ.

პ.ს. თუ რამე, მისი მაისურის დაწვით დაიწყებ :)

https://youtu.be/xOUnkuGdRlE
— გაიგზავნა , დაწერიდან 3 კვირაში
გინდა მოგიყვე როგორი წარმომედგინა ჩვენი მომავალი? ოღონდ ცალ-ცალკე კიარა, ერთად.
თვალებს ვხუჭავ და იწყება.
სიმართლე გითხრა, როცა თვალებს ვხუჭავ მარტო შენზე იწყება ფიქრები. თვალებსაც დასჩვევია შენი ფიქრი და წარმოდგენა.
სისულელეა მომავლის დაგეგმვა, სისულელეა რაღაცები განსაზღვრო, მაგრამ მაგასაც არააქვს მნიშვნელობა, მთავარია შენ იყო ჩემთან.
ყოველთვის მჯეროდა აქამდე, რომ ერთად ყველაფერს გადავლახავდით, იმიტომ, რომ მართლა ძლიერად მიყვარხარ.
პირველ რიგში შენს ძილის გრაფიკს გამოვასწორებდით, ერთად დავიძინებდით და დილასაც ერთად დავიწყებდით.
სიმართლე გითხრა, შენს ეჭვიანობას, რომელსაც მე ავადმყოფობას ვეძახი არ ვიცი რას მოვუხერხებდი, რომ გითხრა არ მომწონს თქო მოგატყუებ, გულში ვიცინი იმიტომ,რომ მხოლოდ შენ გეკუთვნი და ასე იქნება სანამ საშუალებას მომცემ, სანამ ვიგრძნობ რომ გჭირდები.
ჩემი ყველაზე ლაამზი ოცნება უნივერისტეტის დამთავრებაა, და ის დღე წარმომიდგება თვალწინ როგორ გადმომცემენ დიპლობს და გიყურებ შენ, იმიტომ რომ შენ იქ ხარ და ზუსტად ვიცი ამაყობ ჩემით. 1-2ჯერ მამაჩემიც ჩავრიე ამ მომენტში, მაგრამ არ ვიცი წამომყვება თუ არა მაგ დღეს, ისე ბედნიერების ზენიტი მექნება ჩემი ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი მამაკაცი რომ ახლომახლოს მელოდება.
ყველაფერი ყოველთვის იდეალურად არ ხდება, ზოგჯერ შენ ვერ გამიგებ, ზოგჯერ მე, მაგრამ, არსებობს ერთი დიდი მაგრამ, მინდა რომ ერთად ყველაფერი შევძლოთ.
შენ ვერცკიწარმოიდგენ უკვე რამდენი რამის გაკეთება შემიძლია და შევძლებ შენს გამო.
მართალია როგორც ადრე ისე ვერა, ისე ვერა მაგრამ უფრო მაგრად, და უფრო მყარად ვარ.
გულის ყველაზე ღრმა ნაწილი მეწვის და მტკივა ისე მინდა შენს გვერდში დგომა, ისე ძალიერად მინდა შენთან ყოფნა რომ არ ვიცი, არ ვიცი.
○ხანდახან შენი დაკარგვის შიში უფრო და უფრო მიმძაფრდება,მაგრამ შენ ხომ ისედაც დაკარგული ხარ.
არაა?!●
— გაიგზავნა , დაწერიდან 4 კვირაში